მაიაკოვსკის თეატრი Quotes
მაიაკოვსკის თეატრი
by
Tsotne Tskhvediani182 ratings, 3.98 average rating, 39 reviews
მაიაკოვსკის თეატრი Quotes
Showing 1-5 of 5
“ამბობენ:
არსებობენ ლიდერები, რომლებიც არ ისწრაფვიან ბელადობისკენ,
რომ ისინი ვერ გარყვნა ძალაუფლებამ.
არ ტკბებიან ფუფუნებით.
რეპორტიორები მათზე გატაცებით ყვებიან,
გვიჩვენებენ მათ მატარებელში, იაფფასიან ნომერში,
უბრალოდ ჩაცმულებს, მოკრძალებულებს,
გრძელ რიგში მორჩილად მდგომებს,
მდიდრული სასახლეების გარეშე,
ოქოროს უნიტაზის გარეშეც,
შეზღუდული სახელისუფლებო ბერკეტებით,
მათზე ამბობენ: „ის ერთ-ერთი ჩვენგანია“.
სკეპტიკოსები ცდილოდბენ, ეჭვები გაგვიჩინონ
იტყვიან: თავმდაბლი ლიდერების ზურგს უკან ყოველთვის დიქტატორი იმალება, რომელიც რეალურად მართავს და რომ ის სინამდვილეში თვალთმაქცი და მონაა, რომელიც ძალაუფლების ნარჩენებითაც კმაყოფილდება.
შენ, ჩემო პრეზიდენტო, ეცადე, ეჭვები გამიფანტო,
მოდი დავსხდეთ და მე ჰელიოგაბალუსზე გიამბობ,
ერთადერთ სახალხო ლიდერზე.
და იქნებ შენც იმასავით გამოხვიდე გლახაკებთან ქუჩაში,
უარი თქვა მოკრძალებაზე
და მთელი შენი დიდებულებით ტრაკი მისცე:
უსახლკაროებს,
ლოთებს,
უიმედოებს...
რადგან ძალაუფლების სიყვარულის ცოდვას მხოლოდ ამგვარი ღვაწლით გამოისყიდი.
ჩემო პრეზიდენტო, ესტუმრე მუშებს, ბნელ მაღაროში და ღრმა მინეტი გაუკეთე.
გამიხარდება, თუ კუნილინგუსის ტექნიკასაც აითვისებ გენდერული ბალანსის დასაცავად.
ჩემო პრეზიდენტო, იქნებ იაფფასიანი აბებით დაუძლურებული ჩემი ყლეც ფერზე მოიყვანო!
და როცა ხალხი გიხილავს:
ქუჩაში წაკუზულს,
მუხლებზე დამდგარს,
ჩვენსავით...
დარწმუნდებიან, რომ ნამდვიალდ
იცნობ ჩვენს ტკივილს
და
ერთ-ერთი ჩვენგანი ხარ.”
― მაიაკოვსკის თეატრი

“დღეს სხვა სამყაროა. ყველა პოეტი, რომელსაც ჯიბეში ნაღმი არ უდევს, უბრალოდ, სარკესთან დგას და მასტურბირებს.”
― მაიაკოვსკის თეატრი
― მაიაკოვსკის თეატრი
“დღეს სხვა სამყაროა. ყველა პოეტი, რომელსაც ჯიბეში ნაღმი არ უდევს, უბრალოდ, სარკესთან დგას და მასტურბირებს.
რა შეიცვალა ჩვენში იმის მერე, როცა პირველად მივხვდით, რომ სუფრაზე წარმოთქმული ყალბი სადღეგრძელოები გულისამრევია?
თავის დროზე ამაში იყო რაღაც პროგრესული, მაგრამ არსებობისთვის არ კმარა მხოლოდ გულისრევის გრძნობა. ჩვენ ამოვარწყიეთ მომავლის ცრუ იმედები და წარსულის ყალბი მითები, პატრიოტული ლოზუნგები, დრომოჭმული ტრადიციები, გამართულ კარიერაზე ოცნება, მაგრამ ამან მხოლოდ ის მოიტანა, რომ ახლა ცარიელები ვართ.
მე, უბრალოდ, ტომრისგან გამოჭრილი თოჯინა ვარ და ჩემ გარშემოც ზუსტად ასეთი სათამაშოები არიან. მათი ტომარა, რომელიც ტანის ფუნქციას ასრულებს, ჯერაც გამოტენილია ნაგვით და ისინი ჯერ კიდევ მყარად დგანან.
თავიც ყოჩაღად უჭირავთ.
ახლა ერთადერთი, რაც შემიძლია გადარჩენისთვის გავაკეთო, ისაა, რომ სასწრაფოდ ვიპოვო ახალი ნაგავი იდეა, რომლითაც სხეულს მოვიმარაგებ.
თავის დაჭერას შევძლებ.
უბრალოდ, იმ ყველაფერს, რომ ახალი და ცოტათი განსხვავებული ნაგვით ვარ სავსე, მხოლოდ რამდენიმე დღეს ექნება მნიშვნელობა.
ცოტაც და, ყველა ნაგავს ერთნაირად მყრალი სუნი ექნება. ამის გაცნობიერება მარტივი, მაგრამ საშიშია.
კიდევ რამდენ ხანს გაძლებ ცარიელი ტომრით ფორმის გარეშე?”

“ტრაგედიები, როგორც იცი, ყოველთვის მეორდება ფარსად და ჩვენც ამ ყველაფრისგან მხოლოდ სიცილი ვისწავლეთ. ისტერიული ხარხარი საკუთარ თავზე (თავიდან ეს მხოლოდ თვითირონია გვეგონა, რომლითაც თავს ვიცავდით ტკივილისაგან, მაგრამ მალევე მივხვდით, რომ ასე სიცილი, უბრალოდ, კრუნჩხვაა), თუმცა ამბის მოყოლა იქიდან იწყება, როცა ჩვენ დრამის მოთხოვნილება გვქონდა. მხოლოდ დრამის თამაში შეგვეძლო.”
― მაიაკოვსკის თეატრი
― მაიაკოვსკის თეატრი
“ერთი ჟურნალისტი ლაზარესთან მივიდა და მოწესრიგება დაუწყო, მაგრამ ბარბარემ შეაჩერა.
– ბუნებრივი იყოს, ჯობია.
ლაზარე კამერის წინ დააყენეს და ბარბარემ ძალიან დამტკბარი ხმით ჰკითხა.
– რა არის შენი ოცნება?
– მეორედ მოსვლა.
ჟურნალისტებმა გაოცებული სახეებით გადახედეს ერთმანეთს. ბარბარეს სიცილი აუტყდა. ისე აკისკისდა, ვეღარ ჩერდებოდა, მუხლებს ხელებით დაეყრდნო და ისე ხარხარებდა.
– ეგ ვინ გასწავლა?
– დედა ამბობს ასე.
– რატომ უნდა მეორედ მოსვლა?
– არ ვიცი მე, ძაან ცუდად რო არის, მაშინ ამბობს.
– შენი აზრით, რას ნიშნავს მეორედ მოსვლა?
– იესო მოვა და ყველაფერი განადგურდება.
– მერე რატომ გინდა ყველაფრის განადგურება?
– ბოროტებიც მოკვდებიენ.
– კარგი, მაგრამ სხვა არაფერზე ოცნებობ? რა გინდა ყველაზე ძალიან?
– სხვა რა?
– მაგალითად, სათამაშოები, ლამაზი სახლი, მანქანები...
– მანქანა ჩვენ არ გვეყოლება.
– თუ გულით გინდა, ყველაფერი აგისრულდება.
– ჩვენ არაფერი არ აგვისრულდება.
– გაბრაზებული ხარ, ლაზარე?
– არ ვიცი.
– კარგი, მაშინ გვითხარი, ყველაზე მეტად რა გაგიხარდება საჩუქრად?
– არ ვიცი.
ლაზარემ კიდევ უამრავ შეკითხვაზე სულ "არ ვიცი" უპასუხა და საბოლოოდ საერთოდ გაჩუმდა. ჟურნალისტებს ეტყობოდათ, რომ უკვე მაგრად მობეზრდათ ყველაფერი.”