“ერთი ჟურნალისტი ლაზარესთან მივიდა და მოწესრიგება დაუწყო, მაგრამ ბარბარემ შეაჩერა.
– ბუნებრივი იყოს, ჯობია.
ლაზარე კამერის წინ დააყენეს და ბარბარემ ძალიან დამტკბარი ხმით ჰკითხა.
– რა არის შენი ოცნება?
– მეორედ მოსვლა.
ჟურნალისტებმა გაოცებული სახეებით გადახედეს ერთმანეთს. ბარბარეს სიცილი აუტყდა. ისე აკისკისდა, ვეღარ ჩერდებოდა, მუხლებს ხელებით დაეყრდნო და ისე ხარხარებდა.
– ეგ ვინ გასწავლა?
– დედა ამბობს ასე.
– რატომ უნდა მეორედ მოსვლა?
– არ ვიცი მე, ძაან ცუდად რო არის, მაშინ ამბობს.
– შენი აზრით, რას ნიშნავს მეორედ მოსვლა?
– იესო მოვა და ყველაფერი განადგურდება.
– მერე რატომ გინდა ყველაფრის განადგურება?
– ბოროტებიც მოკვდებიენ.
– კარგი, მაგრამ სხვა არაფერზე ოცნებობ? რა გინდა ყველაზე ძალიან?
– სხვა რა?
– მაგალითად, სათამაშოები, ლამაზი სახლი, მანქანები...
– მანქანა ჩვენ არ გვეყოლება.
– თუ გულით გინდა, ყველაფერი აგისრულდება.
– ჩვენ არაფერი არ აგვისრულდება.
– გაბრაზებული ხარ, ლაზარე?
– არ ვიცი.
– კარგი, მაშინ გვითხარი, ყველაზე მეტად რა გაგიხარდება საჩუქრად?
– არ ვიცი.
ლაზარემ კიდევ უამრავ შეკითხვაზე სულ "არ ვიცი" უპასუხა და საბოლოოდ საერთოდ გაჩუმდა. ჟურნალისტებს ეტყობოდათ, რომ უკვე მაგრად მობეზრდათ ყველაფერი.”
―
მაიაკოვსკის თეატრი
Share this quote:
Friends Who Liked This Quote
To see what your friends thought of this quote, please sign up!
0 likes
All Members Who Liked This Quote
None yet!
This Quote Is From
Browse By Tag
- love (101918)
- life (80353)
- inspirational (76794)
- humor (44593)
- philosophy (31392)
- inspirational-quotes (29061)
- god (27021)
- truth (24912)
- wisdom (24875)
- romance (24537)
- poetry (23566)
- life-lessons (22792)
- quotes (21202)
- death (20688)
- happiness (19059)
- hope (18742)
- faith (18581)
- inspiration (17802)
- spirituality (15911)
- relationships (15781)
- motivational (15757)
- religion (15480)
- life-quotes (15443)
- love-quotes (15064)
- writing (15022)
- success (14210)
- motivation (13707)
- time (12946)
- motivational-quotes (12231)
- science (12197)

