(?)
Quotes are added by the Goodreads community and are not verified by Goodreads. (Learn more)
Tsotne Tskhvediani

“დღეს სხვა სამყაროა. ყველა პოეტი, რომელსაც ჯიბეში ნაღმი არ უდევს, უბრალოდ, სარკესთან დგას და მასტურბირებს.
რა შეიცვალა ჩვენში იმის მერე, როცა პირველად მივხვდით, რომ სუფრაზე წარმოთქმული ყალბი სადღეგრძელოები გულისამრევია?
თავის დროზე ამაში იყო რაღაც პროგრესული, მაგრამ არსებობისთვის არ კმარა მხოლოდ გულისრევის გრძნობა. ჩვენ ამოვარწყიეთ მომავლის ცრუ იმედები და წარსულის ყალბი მითები, პატრიოტული ლოზუნგები, დრომოჭმული ტრადიციები, გამართულ კარიერაზე ოცნება, მაგრამ ამან მხოლოდ ის მოიტანა, რომ ახლა ცარიელები ვართ.
მე, უბრალოდ, ტომრისგან გამოჭრილი თოჯინა ვარ და ჩემ გარშემოც ზუსტად ასეთი სათამაშოები არიან. მათი ტომარა, რომელიც ტანის ფუნქციას ასრულებს, ჯერაც გამოტენილია ნაგვით და ისინი ჯერ კიდევ მყარად დგანან.
თავიც ყოჩაღად უჭირავთ.
ახლა ერთადერთი, რაც შემიძლია გადარჩენისთვის გავაკეთო, ისაა, რომ სასწრაფოდ ვიპოვო ახალი ნაგავი იდეა, რომლითაც სხეულს მოვიმარაგებ.
თავის დაჭერას შევძლებ.
უბრალოდ, იმ ყველაფერს, რომ ახალი და ცოტათი განსხვავებული ნაგვით ვარ სავსე, მხოლოდ რამდენიმე დღეს ექნება მნიშვნელობა.
ცოტაც და, ყველა ნაგავს ერთნაირად მყრალი სუნი ექნება. ამის გაცნობიერება მარტივი, მაგრამ საშიშია.
კიდევ რამდენ ხანს გაძლებ ცარიელი ტომრით ფორმის გარეშე?”

Tsotne Tskhvediani, მაიაკოვსკის თეატრი
Read more quotes from Tsotne Tskhvediani


Share this quote:
Share on Twitter

Friends Who Liked This Quote

To see what your friends thought of this quote, please sign up!

1 like
All Members Who Liked This Quote



This Quote Is From


Browse By Tag