Mikheil > Mikheil's Quotes

Showing 1-30 of 119
« previous 1 3 4
sort by

  • #1
    Weiwei Ai
    “The natural desire to save a cat is what it means to be a citizen.”
    Ai Weiwei

  • #2
    Yann Martel
    “ზოოპარკის შესახებ იმდენივე აბსურდული აზრი მომისმენია, რამდენიც ღმერთისა და რელიგიის შესახებ. უამრავი კეთილის მოსურნე, მაგრამ საქმეში ჩაუხედავი ადამიანი მიიჩნევს, რომ ცხოველები ველურ სამყაროში უფრო „ბედნიერად“ ცხოვრობენ, რადგან იქაა თავისუფლება. იტყვიან ამას და თვალწინ წარმოუდგებათ ზორბა და ახოვანი ტანის, სიმპათიური მტაცებლები, ვთქვათ, ლომი ან ლეოპარდი (რადგან გნუ ან მილკბილა, აბა, რა მოსაწონია?!). წარმოიდგენენ, თუ როგორი გრგვინვითა და ღრიალით მიმოდის სავანაში ეს დიადი მხეცი – ასე ცდილობს, მოინელოს მსხვერპლი, რომელიც წინააღმდეგობის გაუწევლად დაემორჩილა; ანდა წარმოუდგენიათ მტაცებელი დაუდგრომელი, ენერგიული სირბილის დროს – როცა ის ფორმის შენარჩუნებას ცდილობს ბევრი ჭამის შემდეგ.
    კეთილის მოსურნეთა წარმოსახვაში ეს დიადი ცხოველი მედიდური სახით, მაგრამ თან დიდი სინაზით ზრუნავს საკუთარ ნაშიერებზე, საღამოობით კი მთელი ოჯახი ერთად იკრიბება, ბედნიერი სახეებით რომ უცქირონ, როგორ ჩადის ხეებს შორის მზე. მათ სჯერათ, რომ გარეული ცხოველები უბრალოდ, ღირსეულად და ლაღად ცხოვრობენ, მერე კი მოდიან ბოროტი ადამიანები, ატყვევებენ მათ და ერთი ციცქნა გალიებში ამწყვდევენ. ამით სრულდება „ბედნიერი ცხოვრება“. ამიტომაც ვერ ეგუება ცხოველი ბედს და დაუცხრომლად მიილტვის თავისუფლებისკენ. თუმცა ხანგრძლივი ტყვეობა მას, ბოლოს და ბოლოს, მაინც ანადგურებს. ცხო­ველი საკუთარ აჩრდილს ემსგავსება.
    მაგრამ სინამდვილეში საქმე სხვაგვარადაა. ველურ სამყაროში დაუნდობელი სოციალური იერარქია მოქმედებს და ცხოველების ყოველდღიურობაც იძულებასა და საჭიროებებზეა აგებული. მათ უწევთ თავის გატანა გარემოში, სადაც საფრთხე დიდია, საკვები კი ყოველთვის არ არის საკმარისი; სადაც ტერიტორია სულ დასაცავია, პარაზიტები კი – გამუდმებით მოსაგერიებელი. მაშ, რა ფასი აქვს ამგვარ თავისუფლებას? სინამდვილეში ცხოველები თავის ნებაზე ვერც დროს აკონტროლებენ, ვერც სივრცეს და ვერც პირად ურთიერთობებს. პრაქტიკაში ასეა, თეორიულად, კი ბატონო, ყველას, ვისაც ძალ-ღონე უწყობს ხელს, შეუძლია, ადგეს და წავიდეს, დაივიწყოს თავისი მოდგმის სოციალური ჩვევები და ჩარჩოები. თუმცა ამგვარი თავზეხელაღებული გაქცევა ადამიანსაც კი გაუჭირდება, ცხოველზე რომ აღარაფერი ვთქვათ. …
    …კარგი ზოოპარკი დიდი სიფრთხილით დაგეგმილი შემთხვევითობებითაა სავსე: ზუსტად იმ წერტილში, საიდანაც ცხოველი შარდით თუ რამე სხვა სეკრეტით მონიშნავს საკუთარ ტერიტორიას და ამით მიგვანიშნებს – ამას აქეთ ფეხი არ გადმოგიცდესო – ჩვენც იმავე წერტილში ვაშენებთ საზღვარს და ვეუბნებით – ამას აქეთ გადმოსული არ დაგინახო! ამ დიპლომატიური მშვიდობის პირობებში ყველა ცხოველი კმაყოფილია .გამოდის, ჩვენც შეგვიძლია მოვდუნდეთ და ერთმანეთს მშვიდად გადავხედოთ…....
    …ნუ იფიქრებთ, თითქოს საკუთარ აზრს გახვევდეთ თავს. ზოოპარკების დამცველად კი არ გამოვდივარ. თუ ასე ძალიან გინდათ, ყველა დახურეთ (თან თავიც დაიიმედეთ, რომ ველური ბუნების უკანასკნელი წარმომადგენლები გაძლებენ და იცოცხლებენ კუნძულებივით აქა-იქ შემორჩენილ და უკიდურესად შემცირებულ ბუნებრივ პირობებში). ვიცი, ზოოპარკებს პატივს აღარ სცემენ. სხვათა შორის – აღარც რელიგიას. ორივე მათგანი მცდარ წარმოდგენას უქმნის ადამიანებს თავისუფლების შესახებ.”
    Yann Martel, Life of Pi

  • #3
    Chuck Palahniuk
    “ჯორჯ ორუელი ცდებოდა.
    დიდი ძმა თვალყურს კი არ გადევნებს, ის ცეკვავს და მღერის, მას ბოცვრები ამოჰყავს ჯადოსნური ქუდიდან. ყოველთვის, როცა არ გძინავს, დიდი ძმა გართობს, ყურადღებას გიფანტავს, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მთლიანად იყო შთანთქმული და არ იფიქრო.
    ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ წარმოსახვის უნარი გაგიქროს, და იქამდე არ მოგეშვება, ვიდრე მას ბრმა ნაწლავივით უსარგებლოდ არ გიქცევს. დიდი ძმა თვალყურს ადევნებს, რომ შენი ყურადღება გამუდმებით რაღაცაზე იყოს მიჯაჭვული.
    და ეს უფრო უარესია, ვიდრე ის, რომ თვალს არ გაშორებდეს. უარესია, როცა ამდენი ხარახურით გავსებენ. როცა ადამიანს წარმოსახვა ატროფირებული აქვს, ის საფრთხეს აღარ წარმოადგენს:

    სუპერ!

    (გია ბერაძის თარგმანი)”
    Chuck Palahniuk, Lullaby

  • #4
    Halldór Laxness
    “„და ამ დროს თვალწინ სულ სხვა სურათი მიდგება. როცა რაიმე მიჭირს, ყოველთვის ეს სურათი გამომეცხადება ხოლმე და მშველის, პასუხს მაძლევვს გადაუჭრელ კითხვებზე, კარგად არ ვიცი, რატომ ხდება ასე, ალბათ, იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე მახლობელი ჩემთვის, იმიტომ, რომ მე მისი სისხლი და ხორცი ვარ, იმიტომ, რომ ეს არის მამაჩემი. და მე ვფიქრობ მამაჩემზე, მაგრამ არა მის გარეგნობაზე, არა მის ნაოჭებით დაღარულ სახეზე, რომელიც ერთ დროს ლამაზი იყო, არა მის წელში მოხრილ სხეულზე, რომელიც ერთ დროს ძლიერი და ჯან-ღონით სავსე იყო, არა მის ხელებზე, რომელთაც მრავალი წლის მანძილზე შრომამ თავისი დაღი დაასვა, არც მის ანთებულ თვალებზე; არა, მე ახლა თვალწინ მიდგას მისი შინაგანი სამყარო, მისი სული, ძველი საგა, ერთადერთი რამ, რაც მას სწამს და რასაც ხედავს ცხოვრების ყოველ წვრილმანში. და ცელის ნაცვლად ხმალი მესმის, მიწის ნაცვლად - ზღვა და გლეხკაცის ნაცვლად - გმირი. ეს არის ძველი ისლანდია, საგა, რომელიც უკანასკნელმა საუკუნემ შეალამაზა, ახალმა დრომ, „ფიელნირის“ პირველი ნომრით დაწყებულმა ახალმა დრომ. მაშინ ჩვენმა პოეტებმა, ამ დაგვიანებით დაბადებულმა ელფებმა, პირველად გვამცნეს ყვავილების, ჩიტებისა და ვარსკვლავების სიმღერა. და ახლა, როდესაც ვნახე, როგორ ისხდნენ ბუნების ყალბი სურათებით მორთულ სახლში ეს ფერდაკარგული სულის მესაიდუმლენი და როგორ საუბრობდნენ იმ კაცის ძვლებზე, რომელიც განმარტოებით ცხოვრობს მთაზე და რომელსაც ღრმადა აქვს ფესვები გადგმული ჩვენს გულებში, მამაჩემის მკაცრმა სახემ, ჩემმა საკუთარმა წარმოდგენამ, უჩვეულეო სიმსუბუქე და შვება მომგვარა.“
    ვაჰ! აი, საერთოდ სხვა ესთეტიკა აქვთ ამ სკანდინავიელებს! ეგრევე წამიყვანა ისლანდიაში!
    P.S. დავით წერედიანის და ჯემალ ქარჩხაძის თარგმანი”
    Halldór Laxness, The Atom Station

  • #5
    Knut Hamsun
    “-რას არ ჩაიდენს კაცი! თქვენდამი სიყვარულის გამო ზურგს უკან გაგჭორეთ კიდეც და კეკლუცი გიწოდეთ. შევეცადე, რამენაირად დამემდაბლებინეთ და ამგვარად საკუთარი თავი მენუგეშებინა, რათა გული საბოლოოდ არ გამტეხოდა. მშვენივრად ვიცი, რომ ჩემთვის მიუწვდომელი ქალი ხართ. აგერ უკვე მეხუთედ გხედავთ, მაგრამ გული მხოლოდ დღეს გადაგიშალეთ, თუმცა ამის გაკეთება პირველივე დღეს შემეძლო. გარდა ამისა, დღეს დაბადების დღე მაქვს, ოცდაცხრა წლის შევსრულდი და დილიდანვე მშვენიერ გუნებაზე ვარ. მთელი დღეა ვღიღინებ. ჰოდა, რატომღაც ვიფიქრე... კაცს რომ ასეთი სისულელეების სჯერა, ბუნებრივია, სასაცილოა, მაგრამ რატომღაც საკუთარ თავს მაინც ვუთხარი: დღეს მას თუ შეხვდები, ყველაფერი უნდა აუხსნა და სიმართლეში გამოუტყდე. ბევრი არაფერი დაშავდება, რაც უნდა იყოს, დღეს ხომ დაბადების დღე გაქვს. ესეც შეგიძლია უთხრა და იქნებ მაშინ მაინც გაპატიოს-მეთქი. გეცინებათ, არა? დიახ, ვიცი რომ მართლა სასაცილოა. მაგრამ ახლა საქმეს ვეღარაფრით ვუშველი. ასე რომ, მზად ვარ, ხარკი სხვა დანარჩენებივით მეც შემოგწიროთ.”
    Knut Hamsun, Mysteries

  • #6
    Michel Houellebecq
    “Anything can happen in life, especially nothing.”
    Michel Houellebecq, Platform

  • #7
    I read; I travel; I become
    “I read; I travel; I become”
    Derek Walcott

  • #8
    Malala Yousafzai
    “One child, one teacher, one book, one pen can change the world.”
    Malala Yousafzai, I Am Malala: The Story of the Girl Who Stood Up for Education and Was Shot by the Taliban

  • #9
    Neil Gaiman
    “Fairy tales are more than true: not because they tell us that dragons exist, but because they tell us that dragons can be beaten.”
    Neil Gaiman, Coraline

  • #10
    Neil Gaiman
    “Because,' she said, 'when you're scared but you still do it anyway, that's brave.”
    Neil Gaiman, Coraline

  • #11
    Chuck Palahniuk
    “შესაძლოა, თავიდან ღმერთი თავს არ ესხმოდა და არ ლანძღავდა იმ ადამიანებს, რომლებიც მასზე ლოცულობდნენ. შესაძლოა ეს ყველაფერი იმის გამოა, რომ მრავალი წლის განმავლობაში მას ამგვარი თხოვნებით მიმართავდნენ - არასასურველი ფეხმძიმობის, ოჯახური დავების, გაყრის შესახებ. შესაძლოა, იმის გამოა, რომ ღმერთის აუდიტორია გაიზარდა და ახლა მას მეტი ადამიანი მიმართავს თხოვნით. შესაძლოა, იმის გამოა, რომ ახლა მას მეტი ადამიანი ადიდებს. შესაძლოა, ძალაუფლება რყვნის. ის ხომ ყოველთვის ასეთი არამზადა არ იყო!”
    Chuck Palahniuk, Lullaby

  • #12
    Harper Lee
    “– იცოდე, ზედ არ უნდა დავაბიჯოთ, – მითხრა ჯემმა, – ხედავ, ფეხის დადებით დნება.
    უკან მივიხედე და ატალახებული ნაკვალევი შევამჩნიე. ჯემმა მითხრა, ცოტასაც თუ დადებს, მოვფხეკთ, შევაქუჩებთ და თოვლის კაცს გავაკეთებთო. მე პირი დავაღე და ენის წვერით მომსხო ფანტელი დავიჭირე. დამწვა!
    – ჯემ, ცხელია!
    – ცხელი კი არაა, იმდენად ცივია, რომ გწვავს. ოღონდ არ შეჭამო, ტყუილად გააფუჭებ. გაუშვი, დაეცეს.”
    Harper Lee, To Kill a Mockingbird

  • #13
    Zaza Burchuladze
    “დღისით სალომემ ქართულ არხებზე გასული სიუჟეტი მანახა, მთელი ორი დღის განმავლობაში უდიდესი პო­პუ­ლა­რობით რომ სარგებლობს თურმე ქართულ ფეისბუქზე. გუშინ, სადღაც კახეთში, მგელი ეულ ცხვარს დასხმია თავს. მაგრამ ეს უკანასკნელი არ დაიბნა, უმალ შეეშვა ბალახის წიწკნას, ერთი ომახიანად დაიბღავლა და იქით გამოუდგა მომხდურს, დამფრთხალსა და კუდამოძუებულ მგელს სულ წკავწკავით არბენინა ტყემდე. ბედად, ვიღაც ადგილობრივს ეს ამბავი მობილურით გადაეღო.
    ეგაა, თვით ამბავზე ალეგორიული შეფასებები იყო, სიუჟეტის მეორე ნაწილში რომ გაკეთდა. შეფასებები კი იყო უამრავი – ჟურნალისტს დიდად მოენდომებინა და ყველა ის რესპოდენტი ჩაეწერა, ვისაც მისწვდა. ცხადია, პირველ ყოვლისა, მოძღვარმა თქვა თავისი ავტორიტეტული სიტყვა, ვინმე მამა მაქსიმემ, გრემის ეპარქიიდან: კრავი ერთ-ერთი უმთავრესი იპოსტასია მამისა ჩვენისა იესო ქრისტესი, მგელი კი უწმინდურია, რომელსაც იგი ამარცხებსო. საქართველოს სახალხო არტისტმა, გურანდა გაბუნიამ, არც მეტი და არც ნაკლები, ცხვარში ბიძინა ივანიშვილი ამოიცნო, მგლის სახით მიხეილ სააკაშვილი რომ მიჯირყნა. იქვე სექსუალურ უფლებათა დამცველმაც ჩააგდო სიტყვა: თითოეული ქართველი ლგბტ იძულებული იქნება ცხვარივით დაიცვას თავი, თუ არ შეწყდება მათი დევნაო. ერთ-ერთმა პარლამენტარმა კი ისე დარწმუნებით იწინასწარმეტყველა, მალე ასევე კუდამოძუებული გაიქცევა საქართველოდან რუსის ჯარიო, გეგონებოდა, უტყუარ ინფორმაციას ფლობდა რუს ჯარისკაცებთან დაკავშირებით, რომელთაც კუდი უკვე ამოეძუებინათ და ნიშანსღა ელოდნენ გასაქცევად. ცოტა ბუნდოვანი კი დარჩა, ამ შემთხვევაში ვის უნდა ეკისრა ცხვრის როლი. ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი კი რისი ფილოსოფოსი იქნებოდა, ამბავი თავისებურად რომ არ ეთარგმნა: ცხადია, ეს გახლავთ არგონავტების კლასიკური მითის პოსტმოდერნული ბუკვალიზაციის ინვერსიული ნიმუში, ანუ ეს ის შემთხვევაა, როცა ოქროს საწმისი თავადვე იცავს თავს მტაცებელ იაზონისგანო. ამას რომ ამბობდა, მუცელზე ისე ითათუნებდა ორივე ხელს, მგონი, პოსტმოდერნულზე მეტად ამბის კულინარული მხარე აღელვებდა და სიუჟეტიდან "საწმისსაც" სავსებით რეალურ საჩაქაფულედ, ან სამწვადედ უფრო წარმოიდგენდა, ვიდრე წარმოსახვით ობიექტად. სიუჟეტს კი ის კახელი გლეხი ასრულებდა, ვისაც გადაეღო ვიდეო მობილურით: "მგელმა იცის ასე, პირუტყვს გაიტყუებს ხოლმე".”
    Zaza Burchuladze, ტურისტის საუზმე

  • #14
    John Fowles
    “There is only one good definition of God: the freedom that allows other freedoms to exist.”
    John Fowles, The French Lieutenant’s Woman

  • #15
    Zaza Burchuladze
    “ერთი მოჯმა ერი კი ვართ, მაგრამ ისეთი კოხტა, ჩარეცხვა დაგენანება.”
    Zaza Burchuladze, ტურისტის საუზმე

  • #16
    Zaza Burchuladze
    “თომას მანსღა შეუძლია თქვას, სადაც მე ვარ, იქ არის მთელი გერმანული კულტურაო. მე კი, როგორც პატარა ქართველი, კავკასიის მთების შვილი, ვიტყოდი, სადაც მე ვარ, იქ არის მთელი ქართული უკულტურობა.”
    Zaza Burchuladze, ტურისტის საუზმე

  • #17
    John Steinbeck
    “- წითელკაბიანი გოგო დაინახა. უტვინო ნაბიჭვარია, უნდა, რომ ყველაფერს შეეხოს, რაც მოსწონს. ჰოდა, წითელ კაბას ხელი წაატანა, გოგომ გამკინავი ხმით ყვირილი მორთო. ლენის გონება აერია და გოგოს ჩაეჭიდა, ეს ერთადერთია, რისი მოფიქრებაც შეუძლია. გოგონა კი გაუთავებლად ყვიროდა. მე შორიახლოს ვიყავი და ყვირილზე გამოვიქეცი. ლენი უკვე სულ მთლად დაბნეული იყო და გოგონას ხელს არ უშვებდა. ღობის სარს დავავლე ხელი და თავში ჩავარტყი, რომ მეიძულებინა ხელი გაეშვა. ისე ჰქონდა გონება არეული, კაბას არ ეშვებოდა, ეს წყეული კი შენც იცი რა ძლიერია.
    სლიმი მშვიდად უყურებდა, თვალებსაც არ ახამხამებდა.
    - მერე რა მოხდა? - დინჯად ჩაეკითხა.
    ჯორჯმა პასიანსის კარტები გულდასმით ჩაამწკრივა.
    - გოგო სასამართლოში გაიქცა და მოახსენა, რომ მასზე ძალა იხმარეს. უიდის კაცები დაირაზმნენ და გადაწყვიტეს ლენი დაეჭირათ და ლინჩის წესით გაესამართლებინათ, ჩვენ კი მთელი დარჩენილი დღე სარწყავ არხში, წყალში მყოფებმა გავატარეთ. მხოლოდ თავები გვქონდა წყლიდან ამოყოფილი. ღამით კი იქიდან მოვუსვით.
    სლიმი ცოტა ხანს უხმოდ უყურებდა.
    - გოგოსთვის არაფერი დაუშვებია, ჰო? - იკითხა, ბოლოს და ბოლოს.
    - ჯანდაბა, არა! უბრალოდ შეაშინა. მეც კი შემეშინდებოდა, ასე რომ დავეჭირე. მაგრამ არასდროს არაფერს დაუშავებდა. უბრალოდ უნდოდა იმ წითელ კაბას შეხებოდა, ზუსტად ისე, როგორც იმ ლეკვებს ეფერება.”
    John Steinbeck, Of Mice and Men

  • #18
    Italo Calvino
    “აქედან წასული, ექვსი დღისა და შვიდი ღამის შემდეგ ჩადიხარ ზობედიაში, მთვარით განათებულ თეთრ ქალაქში. ქუჩები ისეა დახვეული, როგორც ძაფი გორგალში. მის დაარსებაზე ასე ჰყვებიან: სხვადასხვა ეროვნების კაცებმა ერთი და იგივე სიზმარი ნახეს - ვიღაც უცხო ქალი ღამით უცხო ქალაქის ქუჩებში მირბოდა. ქალი ზურგიდან დაინახეს, გრძელი თმა გაეშალა, შიშველი იყო. ესიზმრათ, თითქოს ქალს უკან გაედევნენ, მაგრამ ბოლოს მაინც დაკარგეს. ზმანების შემდეგ ის ქალაქი ბევრი ეძებეს. ქალაქი ვერა, მაგრამ ერთმანეთი კი იპოვეს. გადაწყვიტეს, სიზმარში ნანახის მსგავსი ქალაქი აეგოთ. ქუჩები თითოეულმა ისე გაიყვანა, როგორც სიზმარში ქალის დევნისას ენახა. იმ ადგილას, სადაც ქალის კვალი დაიკარგა, კედლები ისე დაგეგმეს, ქალი ვეღარსად გაქცეულიყო.”
    Italo Calvino, Invisible Cities

  • #19
    Arundhati Roy
    “ესტასთვის რომ მოგესმინა, ავტობუსში თუ დავიბადებოდით, მთელი ცხოვრება ავტობუსით უფასოდ მგზავრობის უფლება გვექნებოდაო. ეს ვინ უთხრა ან ასეთი ინფორმაცია სად მოიძია, კაცმა არ იცის, მაგრამ ტყუპები დიდხანს ბრაზობდნენ მშობლებზე, ასეთი პრივილეგია რომ დააკარგვინეს.
    იმისაც დიდხანს სწამდათ, რომ დაზოლილ გადასასვლელზე - „ზებრაზე“ - თუ დაეჯახებოდათ მანქანა, მათი დაკრძალვის ყველა ხარჯს სახელმწიფო გაიღებდა. ეტყობა ეგონათ, რომ „ზებრები“ სწორედ ამიტომ იყო დახაზული - უფასო დაკრძალვების უზრუნველსაყოფად.”
    Arundhati Roy, The God of Small Things

  • #20
    Italo Calvino
    “ქალაქი სოფრონია ორი ნახევარქალაქისგან შედგება. ერთში ნახავ ამერიკული მთების ატრაქციონის ციცაბო გორაკებს, ნახავ მფრინავ კარუსელს ჰაერში გაშლილი ჯაჭვებით, გიგანტურ ბორბალს ბზრიალა გალიებით, „სიკვდილის ჭას“, მასში თავდაყირა დაქანებული მოტოციკლისტებით, ცირკის გუმბათს, დახუნძლულს ტრაპეციის ბაგირებით. მეორე ნახევარქალაქი მარმარილოსი, ქვისა და ცემენტისაა. აქ ნახავ ბანკს, საწარმოებს, სასახლეებს, სასაკლაოს, სკოლას და სხვა დანარჩენს. ქალაქის ერთი ნაწილი მუდმივია, მეორე - დროებითი და როდესაც მისი აქ დგომის დრო იწურება, ხსნიან, შლიან და სხვა, რომელიღაც გაურკვეველი ნახევარქალაქის მიწაზე გადააქვთ.
    ამგვარად, ყოველ წელს დგება დღე, როდესაც მუშები ჩამოხსნიან მარმარილოს ფრონტონებს, დაუშვებენ ქვის კედლებს, ცემენტის სვეტებს, დაშლიან სამინისტროს, ძეგლს, ნავმისადგომებს, ნავთობსახდელს, საავადმყოფოს, დატვირთავენ ბუქსირზე და გაუყვებიან მოედნიდან მოედნამდე გაწოლილ ყოველწლიურ გზას. ადგილზე რჩება კარუსელებისა და ტირების ნახევარი სოფრონია, ატრაქციონის თავდაყირა წამოსულ კაბინაში გაკავებული კივილით და იწყებს ათვლას, რამდენი თვე, რამდენი დღე მოუწევს ლოდინი, სანამ ქარავანი დაბრუნდება და სიცოცხლე ისევ თავიდან დაიწყება.”
    Italo Calvino, Invisible Cities

  • #21
    Yann Martel
    “I must say a word about fear. It is life's only true opponent. Only fear can defeat life. It is a clever, treacherous adversary, how well I know. It has no decency, respects no law or convention, shows no mercy. It goes for your weakest spot, which it finds with unnerving ease. It begins in your mind, always ... so you must fight hard to express it. You must fight hard to shine the light of words upon it. Because if you don't, if your fear becomes a wordless darkness that you avoid, perhaps even manage to forget, you open yourself to further attacks of fear because you never truly fought the opponent who defeated you.”
    Yann Martel, Life of Pi

  • #22
    Arundhati Roy
    “– დღის კოშმარი გესიზმრებოდა, – უთხრა რაჰელმა.
    – კოშმარი კი არა, სიზმარი იყო, – მიუგო ამუმ.
    – ესტას ეგონა, რომ კვდებოდი.
    – ისეთი სევდიანი იყავი, რომ...… – თავი იმართლა ესტამ.
    – ძალიან ბედნიერი ვიყავი, – თქვა ამუმ და მიხვდა, რომ მართლაც ასე იყო.
    – ამუ, როდესაც ადამიანს ბედნიერება ესიზმრება, ეგ ითვლება? – ჰკითხა ესტამ.
    – რა ითვლება?
    – აი, ეგ სიზმრად ნანახი ბედნიერება.
    ამუ მშვენივრად მიხვდა, რას გულისხმობდა მისი ქოჩორწამხდარი ვაჟი.
    იმიტომ, რომ სინამდვილეში მხოლოდ ის ითვლება, რაც ჩასათვლელია.
    მარტივი, სრულიად მყარი ბავშვური სიბრძნე.
    ძილში თუ თევზი ჭამე, ითვლება? იმას ნიშნავს, რომ თევზი მართლაც შეჭამე?
    სიზმრის ხალისიანი კაცი, რომელმაც ნაკვალევი არ დატოვა, ითვლებოდა, თუ არ ითვლებოდა?”
    Arundhati Roy, The God of Small Things

  • #23
    Arundhati Roy
    “სად კვდებიან ბებერი ჩიტები? დახოცილები რატომ არ ცვივიან ციდან?”
    Arundhati Roy, The God of Small Things

  • #24
    D.B.C. Pierre
    “- ზოგჯერ საზოგადოებრივ აზრს უფრო მეტი გავლენა აქვს, ვიდრე შენ გგონია. ხალხს სამართლიანობის ზეიმის დანახვა სწყურია და მაგის არდანახვა არ შეიძლება. ჰოდა, მეც გეუბნები: მიეცი ხალხს ის, რაც სწყურია და რასაც მოელის.
    - მერე, მე რო მართლა არაფერი არ დამიშვებია?
    - ნწ, ეგ ჯერჯერობით არავინ არ იცის. ადამიანები დასკვნებს ხან ფაქტების საფუძველზე აკეთბენ, ხანაც - ფაქტების არარსებობის მიუხედავად. შენ თუ შენი სოროდან არ გამოძვერი და მაგათ შენი საკუთარი პარადიგმა არ მოუხაზე, შენ მაგივრად სხვა მოუხაზავს და მაშინ შენც მოგეხაზება.
    - ვერ გავიგე, რა უნდა მოვხაზო?
    - პა-რა-დიგ-მა. პარადიგმული გადატანა არასოდეს არ გაგიგია? აჰა, მაგალითი: ხედავ კაცს, რომელიც ბებიასენს ხელს ტრაკში უყოფს. რას იფიქრებ?
    - მე მაგის დედა...
    - ვერც ვერავინ გაგამტყუნებს, მართალი ხარ. მაგრამ მერე იგებ, რო თურმე ბებოს ტრაკში რაღაცა შხამიანი ხოჭო შეძრომია და იმ ღვთისნიერ კაცს თავისი ზიზღიანობა დავიწყებია და ბებიაშენი გადაურჩენია. ეხლა რაღას იტყვი?
    - გმირი ყოფილა.
    ამას ეგრევე ეტყობა, რო ბებიაჩემი არ უნახავს.
    - აი, ზუსტად ეგ არის პარადიგმული გადატანა. ქმედება არ შეცვლილა, შეიცვალა ინფორმაცია, რომელმაც მომხდარი სულ სხვა კუთხით დაგანახვა. ცოტა ხნის წინ მზად იყავი ტიპი მიგეთეთქვა, ეხლა კი გინდა მიხვიდე და ხელი ჩამოართვა.
    - არა, არ მინდა.
    - გადატანითი მნიშვნელობით გეუბნები, შე პატარა ვირისთავო, შენა, - იცინის და მუცელში მუშტს ისე მაზელს, რო ნეკნები შესამოწმებელი მიხდება, - ტელევიზორიდან ფაქტები შავ და თეთრ ფერებში აღიქმება, მაგრამ ყველაფერი ეგრე მარტივად რო დალაგდეს, მაგისთვის პროფესიონალების მთელ გუნდს ნაცრისფერი გორების ქექვა უხდება. საკუთარი თავის მიწოდება უნდა შეგეძლოს. იცი, დღეს ვინ ზის ციხეებში? ზუსტად ის ხალხი, ვინც თავისი თავის მიწოდება ვერ მოახერხა.”
    D.B.C. Pierre, Vernon God Little

  • #25
    Craig Thompson
    “How satisfying it is to leave a mark on a blank surface. To make a map of my movement - no matter how temporary.”
    Craig Thompson, Blankets

  • #26
    Craig Thompson
    “Even a mistake is better than nothing.”
    Craig Thompson, Blankets

  • #27
    Craig Thompson
    “Shame is always easier to handle if you have someone to share it with.”
    Craig Thompson, Blankets

  • #28
    D.B.C. Pierre
    “უკ­ვე ისე ვარ ამოს­ვრი­ლი, რო ქა­ქის ჩა­მო­ფერ­თხვას აზ­რი ეკარგება. ერ­თი რა­მ კი მინ­და გით­ხრათ, ქაქ­ში რაც უფ­რო ღრმად შეტო­პავ, მით უფრო ნაკ­ლე­ბად ამ­ჩნევ, რო ქაქ­ში ხარ. მა­ინც რა სის­ტე­მაა ეს? ვერ გა­მი­გია. მე, მა­გა­ლი­თად, ხალხს ქაქ­ში ამოსვრილ­თა სა­კით­ხებ­ზე მო­მუ­შა­ვე კო­მი­ტე­ტის პრე­ზი­დენ­ტად რო ავერ­ჩიე, შე­ვეც­დე­ბო­დი, ამოს­ვრი­ლე­ბის­თვის ჩა­მო­რეც­ხვის ამ­ბა­ვი გა­მე­ად­ვი­ლე­ბი­ნა. თუ ადა­მი­ა­ნი ამ ცხოვ­რე­ბა­ში სისუფთავის­კენ უნ­და მი­ის­წრა­ფო­დეს, მა­შინ მე ვთვლი, რო ჭუჭყის ჩა­მო­რეც­ხვა ყვე­ლა­სთ­ვის გა­ად­ვი­ლე­ბუ­ლი უნ­და იყოს.”
    D.B.C. Pierre, Vernon God Little

  • #29
    D.B.C. Pierre
    “რო­გორ გინ­და, სი­სუფ­თა­ვე­ზე იფიქ­რო, რო­ცა თა­ვი­დან ფეხებამდე ქაქ­ში ხარ ამოს­ვრი­ლი?!”
    D.B.C. Pierre, Vernon God Little

  • #30
    D.B.C. Pierre
    “უეცარი დასირების პოტენციური შესაძლებლობა, ოცნების ახდენის შემთხვევაში, პირდაპირპროპორციულია იმ დროისა, რომელიც ოცნების აგებაზე წაგივიდა. უდპშ = ოად. რაც იმას ნიშნავს, რო ყოველ წუთს შეიძლება ყველაფერი დაკარგო.”
    D.B.C. Pierre, Vernon God Little



Rss
« previous 1 3 4