სოფიო სტურუა > სოფიო's Quotes

Showing 1-4 of 4
sort by

  • #1
    Guram Dochanashvili
    “-იყო მკითხველი ეს თავისთავად სასწაულია,მკითხველი-ეს სწორედ ისა,ვისაც შეგიძლია ისედაც ვიწრო საძილე ტომარაში შეყვარებულებს შორის იწვე და სულაც არ იყო ზედმეტი,ეს-სასწაულია და მეტსაც გეტყვი,ზედმეტი კი არა, აუცილებელი ხარ, რადგან ავტორმა ასე ინება.”
    Guram Dochanashvili, კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა

  • #2
    Jemal Karchkhadze
    “დააბიჯებენ ადამიანები ტროტუარზე და სახეზე არაფერი ეტყობათ.სახეზე არც მე მეტყობა რამე.სინამდვილეში ყველანი ბოღმითა ვართ სავსე.ამიტომ ვერ დავფრინავთ.”
    Jemal Karchkhadze, მდგმური

  • #3
    Jemal Karchkhadze
    “სადღაც ავცდით ერთმანეთს დახლართულ ლაბირინთში და სხვადასხვა სივრცეში მოვხვდით. ეტყობა ადამიანური ხუთი გრძნობა
    საკმარისი არაა იმისთვის, რომ ერთმანეთის სივრცეს მივაგნოთ.”
    Jemal Karchkhadze, მდგმური

  • #4
    Jemal Karchkhadze
    “მე რომ ახლა იმის აღწერა დავიწყო, რას განვიცდიდი, როცა მაკა ჩემს გვერდით იყო, ან როცა მაკა ჩემს გვერდით არ იყო, შეიძლება ტომები დავწერო და მერე ის ტომები ცეცხლს მივცე, როგორც ფუჭი და არაფრის მთქმელი ნახელავი.
    მე ვერ ვიტყვი რა იყო მაკა ჩემთვის, რადგან ადამიანის ერთადერთი საზომი საკუთარი თავია. ჩემი "საკუთარი თავი" კი, აბა, რა საზომი შეიძლება იყოს, როცა საქმე მაკას ეხება.”
    Jemal Karchkhadze, მდგმური



Rss