მდგმური Quotes

Rate this book
Clear rating
მდგმური მდგმური by Jemal Karchkhadze
1,084 ratings, 4.38 average rating, 108 reviews
მდგმური Quotes Showing 1-16 of 16
“სადღაც ავცდით ერთმანეთს დახლართულ ლაბირინთში და სხვადასხვა სივრცეში მოვხვდით. ეტყობა ადამიანური ხუთი გრძნობა
საკმარისი არაა იმისთვის, რომ ერთმანეთის სივრცეს მივაგნოთ.”
Jemal Karchkhadze, მდგმური
“დააბიჯებენ ადამიანები ტროტუარზე და სახეზე არაფერი ეტყობათ.სახეზე არც მე მეტყობა რამე.სინამდვილეში ყველანი ბოღმითა ვართ სავსე.ამიტომ ვერ დავფრინავთ.”
Jemal Karchkhadze, მდგმური
“მე რომ ახლა იმის აღწერა დავიწყო, რას განვიცდიდი, როცა მაკა ჩემს გვერდით იყო, ან როცა მაკა ჩემს გვერდით არ იყო, შეიძლება ტომები დავწერო და მერე ის ტომები ცეცხლს მივცე, როგორც ფუჭი და არაფრის მთქმელი ნახელავი.
მე ვერ ვიტყვი რა იყო მაკა ჩემთვის, რადგან ადამიანის ერთადერთი საზომი საკუთარი თავია. ჩემი "საკუთარი თავი" კი, აბა, რა საზომი შეიძლება იყოს, როცა საქმე მაკას ეხება.”
Jemal Karchkhadze, მდგმური
“მივდიოდი ალალბედზე. მივაბიჯებდი უცნობ ქუჩებში და ასე მეგონა, უცნობი სახლები ღია ფანჯრებიდან ღიმილს მაყრიდნენ. ქვეყნიერება სავსე და ძლიერი იყო, ირგვლივ ყველაფერს ნათელი და მყარი აზრი ჰქონდა.
სამყარო იცინოდა.
მე მივდიოდი უცხო და მახლობელ ქუჩებში და ქალაქის ხალისიან ხმაურს ვუსმენდი. ხმაური ჩემი სხეულის რომელიღაც ფენაში იფილტრებოდა და სულში შემოდიოდა დაწმენდილი და კრიალა მუსიკა, საოცარი მუსიკა. ტკბილი. მძლავრი და ჟრუანტელისმომგვრელი. შესაძლებელია ეს მოცარტი იყო. და მე ვხედავდი ჩამოქნილ თითებს, რომლებიც როიალის კლავიშებზე დაქროდნენ.
მე დავდიოდი სინათლით სავე ულამაზეს ქალაქებში და მიკვირდა, რომ ამქვეყნად არსებობდა ვიღაც, ვინც მოიგონა გამოთქმა “ამაოებათა ამაოება”.
და იქნა მწუხრი. და იქნა შუაღამე. და ქალაქი მიწყნარდა. ქალაქმა დაიძინა. ქალაქმა დაიძინა მშვიდი, უდრტვინველი, იმედიანი ძილით. ხვალ ისევ გათენდება!
მე დავდიოდი მძინარე ქუჩებში და ჩემს თვალს რული არ ეკიდებოდა. მე ვიყავი ერთადერთი ფხიზელი თვალი და ქალაქში მხოლოდ ჩემი ფეხის ხმა ისმოდა.
მე დავდიოდი როგორც მეუფე და გოლიათი. მშვიდი სიამაყით დავაბიჯებდი ქუჩიდან ქუჩაში და მეჩვენებოდა, რომ ეს ჩემი იმედით ეძინა ქალაქს ასე ტკბილად და უშფოთველად.
მე ვდარაჯობდი ქალაქის ძილს. მე დავაბიჯებდი ჩამუქებულ სივრცეში. დავდიოდი მიწაზე და ვირწეოდი ჰაერში, სახურავებს ზემოთ, როგორც ჰარმონია, როგორც მძინარე ქალაქის ტკბილი სიზმარი.
ხოლო სადღაც, ყვავილნარში ჩაფლულ პატარა, ერთსართულიან სახლში, რბილ, ფუმფულა ლოგინში იწვა ოქროსთმიანი ქალიშვილი. შიშველი მკლავები ზემოდან ეწყო საბანზე.
ქალიშვილს ეძინა და ძილში იღიმებოდა.
ბოლოს ხანგრძლივი ხეტიალით დაღლილი, ერთ პატარა ბაღში შევედი და მერხზე ჩამოვჯექი. თავი მერხის ზურგს მივაყრდნე, თვალები ვარსკვლავებით მოჩუქურთმებულ ცას მივაპყარი.
სამყარო უსასრულოაო, ერთხმად ამტკიცებენ მეცნიერები და, ეტყობა, მართლა ასეა, თუმცა ცოტა ძნელი წარმოსადგენი კია. მაგრამ უსასრულო შეიძლება იყოს სივრცე, დრო და რიცხვი. უსასრულო მრავალფეროვნება კი შეუძლებელია. ეს ღმერთის განტაზიასაც აღემატება. სამყაროს რომელიღაც წერტილში ალბათ მეორდება ყველა ის შემთხვევა, ყველა ის მოძრაობა, ყველა ის სიტყვა და ყველა ის განცდა, რომელთაც დედამიწაზე ვხვდებით. დედამიწა მეორდება. მზის სისტემა მეორდება. და მე ვგრძნობდი, რომ სადღაც, სამყაროს რომელიღაც სისტემაში, რომელიც მზის სისტემის ასლია, ზის პატარა ბაღში ვიღაც კაცი, შეჰყურებდ მოოქრულ ცას და ფიქრობს იმაზე, რომ სადღაც, სამყაროს რომელიღაც წერტილში, ასევე ზის ვიღაც კაცი, პატარა ბაღში და მასავით შეჰყურებს მოოქრულ ცას.”
Jemal Karchkhadze, მდგმური
“ეტყობა ბევრი ბავშვი იბადება, რაკი ამდენ ბაგასა და ბაღს აშენებენ. ბევრი ბავშვი… მერე რას შვრებიან რომ იბადებიან? სად მიდიან? არსად. იზრდებიან ნელ–ნელა. კბილებს იცვლიან. განათლებას იღებენ. განათლება თხელ ფენად ედებათ სხეულზე და გამომეტყველებაში და ჩაცმა დახურვაში იჩენს თავს. მერე დედაკაცებად და მამაკაცებად იქცევიან და სამსახურში დადიან. ყოველდღე. ყოველდღე. ყოველდღე. გზადაგზა გულგრილად გადააბიჯებენ ათივე მცნებას. გაივლიან ამქვეყნად და წავლენ. წასვლის წინ ზოგჯერ მოგვაგონდება, რომ დედამიწას ჩვენი კვალი არ ატყვია, და გული შეგვეკუმშება, მაგრამ იქვე ვინუგეშებთ თავს: შთამომავლობა ხომ დავტოვეთ. და მე თუ რამე არ მოვიმოქმედე, მთელს ჩემს გენეალოგიურ ხაზს ჯვარი დაესმება, აზრი დაეკარგება ყველა ჩემი წინაპრის ტანჯულ არსებობას. მაგრამ რას მოვიმოქმედებ მე? რას ჩავიდენ ისეთს, რომ ჩემმა წინაპრებმა შვებით ამოისუნთქონ და თქვან, ამაოდ არ ჩაუვლია ჩვენს იმედს, ამაოდ არ ვეწამეთ საუკუნეებისა და ათეული საუკუნეების მანძილზეო..”
Jemal Karchkhadze, მდგმური
“დროდადრო მავიწყდებოდა, რომ ჩემი სიცოცხლე შენი ძებნა იყო. ამიტომ გიპოვე გვიან. ბოლოს მოვკალი მოღალატე, მაგრამ ის აღარ ვიცი, მე თვითონ გადავრჩი თუ არა ცოცხალი. ყველაფერი გამოვცადე და ბევრ რამეს მივხვდი. დაგვიანებული მიხვედრა მძიმეა და მტკივნეული. შესაძლებელია, კაცის ცხოვრება ცხოვრება კი არა, მიჯნაა. ამიტომაც ახლავს ამდენი ტკივილი.
რა გვიან გიპოვე!
რა ცარიელი შევხვდი მზის ამოსვლას.
დავიგვიანე. რადგან შენ წახვედი, გაქრი, ოცნებად იქეცი... როგორ გიყვარდი და როგორ დაგკარგე.
შენ გაზაფხული იყავი, გაზაფხულის დღესასწაული. ვარდებით მოფენილი მდელო, სიზმარი, როცა დაფრინავ და იზრდები. მე მივატოვე გაზაფხულის დღესასწაული და რთველში წავედი, გაშლილ სუფრას მივუჯექი, დავთვერი და, როცა გამოვფხიზლდი, ვიგრძენი რომ სიცარიელე გველივით დაძვრებოდა სხეულში და გაზაფხული მზესავით ჩავიდა. მაკა! მაკა! მაკა! სად ხარ, მაკა!”
Jemal Karchkhadze, მდგმური
“ადამიანის გამტყუნება ძნელია, მით უმეტეს, თუ შენ თვითონაც ადამიანი ხარ.”
Jemal Karchkhadze, მდგმური
“როცა შესაძლებელ ვარიანტებს თითებზე ითვლი, არასოდეს გამორიცხო სასწაული.”
Jemal Karchkhadze, მდგმური
“ქალი, რომლის ქმარს საყვარელი ჰყავს, სპეტაკი ვერ იქნება. დედოფალი, რომელსაც ქვეშევრდომები ჰყავს, ამაღლებული ვერ იქნება. იდეალიზმი რეალურ სამყაროში თვითმკვლელობის ტოლია. ცხოვრება მისია, ვინც ოცნებას მოკლავს.”
Jemal Karchkhadze, მდგმური
“მიზანი მაცთურია, ბატონებო. სანამ მიაღწევთ, თქვენი გგონიათ; როცა მიაღწევთ, მაშინღა მიხვდებით, რომ სხვისი ყოფილა.”
Jemal Karchkhadze, მდგმური
“ღიმილი? ღიმილი ხომ ჯიბის ფარანია, ბნელ ღამეში ყოველ წუთს შეიძლება დაგჭირდეს.”
Jemal Karchkhadze, მდგმური
“სხვის უპირატესობას რომ აღიარებ, ეს ალბათ, უკვე ნიშნავს შენს უპირატესობას, ეს ალბათ უკვე სანახევროდ მოგებული ბრძოლაა...”
Jemal Karchkhadze, მდგმური
“შეუძლებელია, კაცი გიყვარდეს და თან გეცოდებოდეს. იმიტომ რომ, სიყვარული, ალბათ, მუხლმოყრილი ლოცვაა, სიბრალული კი საკუთარი უპირატესობის შეგნება. ხოლო თუ ვინმეზე მუხლმოყრილი ლოცულობ, იქ უპირატესობის გრძნობა გამორიცხულია.”
Jemal Karchkhadze, მდგმური
“სამყარო უსასრულოა, ერთხმად ამტკიცებენ მეცნიერები და,ეტყობა, მართლა ასეა, თუმცა ცოტა ძნელი წარმოსადგენი კია. მაგრამ უსასრულო შეიძლება იყოს სივრცე, დრო და რიცხვი. უსასრულო მრავალფეროვნება კი შეუძლებელია. ეს ღმერთის ფანტაზიას აღემატება. სამყაროს რომელიღაც წერტილში ალბათ მეორდება ყველა ის შემთხვევა, ყველა ის მოძრაობა, ყველა ის სიტყვა და ყველა ის განცდა,რომელთაც დედამიწაზე ვხვდებით. დედამიწა მეორდება. მზის სისტემა მეორდება. და მე ვგრძნობ, რომ სადღაც, სამყაროს რომელიღაც სისტემაში, რომელიც მზის სისტემის ასლია, ზის პატარა ბაღში ვიღაც კაცი, შეჰყურებს მოოქრულ ცას და ფიქრობს იმაზე, რომ სადღაც, სამყაროს რომელიღაც წერტილში ასევე ზის ვიღაც კაცი პატარა ბაღში და მასავით შეჰყურებს მოოქრულ ცას.”
Jemal Karchkhadze, მდგმური
“გუშინ ტყუილი გითხარი. მეგონა, სიმართლეს გეუბნებოდის, მაგრამ ტყუილი მითქვამს. ეგვიპტის სიყვარულს არ მოვუყვანივარ შენთან. შენმა სიყვარულმა მიმიყვანა ეგვიპტესთან. შენ იმთავითვე არსებობდი ჩემში. როდესაც შენ დაიბადე, შენ დაიბადე ჩემს სულში. და ამის შემდეგ ჩემი სიცოცხლე შენი ძებნა იყო. მე ვგრძნობდი, რომ შენ ჩემში იყავი და მე გეძებდი შენ. და მე ვიპოვე ეგვიპტე და ეგვიპტე შეიყვარა ჩემმა სულმა, რადგან მე გეძებდი შენ. რადგან ეგვიპტე მაგონებდა რაღაცას, რაც ჩემში იყო და რასაც გამუდმებით ვეძებდი.”
Jemal Karchkhadze, მდგმური
“სინამდვილეში ცუდი და კარგი თითქმის განუყოფელია. ცუდი შეიცავს კარგს და კარგი შეიცავს ცუდს. ქვეყნად ყველაფერი ცუდ–კარგია.”
Jemal Karchkhadze, მდგმური