,
Goodreads helps you follow your favorite authors. Be the first to learn about new releases!
Start by following Jemal Karchkhadze.

Jemal Karchkhadze Jemal Karchkhadze > Quotes

 

 (?)
Quotes are added by the Goodreads community and are not verified by Goodreads. (Learn more)
Showing 1-30 of 58
“უცნაურია, რომ კაცს დაბეჯითებით შეუძლია თქვას, რა უყვარს და რა არა.
მე მაგალითად, სანამ ბოლომდე ვიტყოდე იმას, რაშიც დარწმუნებული ვარ, უკვე
იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ვცდები.”
ჯემალ ქარჩხაძე/Jemal Qarckhadze
“სიცოცხლე იმად არა ღირს, მისი გულისთვის შიშს მონად გაუხდე.”
ჯემალ ქარჩხაძე/Jemal Qarckhadze
“სადღაც ავცდით ერთმანეთს დახლართულ ლაბირინთში და სხვადასხვა სივრცეში მოვხვდით. ეტყობა ადამიანური ხუთი გრძნობა
საკმარისი არაა იმისთვის, რომ ერთმანეთის სივრცეს მივაგნოთ.”
Jemal Karchkhadze, მდგმური
“არსებობა ურთიერთობებია. არც მეტი არც ნაკლები. გამოაცლე ადამიანს ურთიერთობები და ადამიანიც გაქრება. ჩვენ რომ გვგონია, თითქოს ურთიერთობებში ადამიანის ხასიათი და პიროვნება მჟღავნდება, ტყუილია. თვითონ ადამიანი იქმნება ურთიერთობებში.”
Jemal Karchkhadze, ქარავანი
“დააბიჯებენ ადამიანები ტროტუარზე და სახეზე არაფერი ეტყობათ.სახეზე არც მე მეტყობა რამე.სინამდვილეში ყველანი ბოღმითა ვართ სავსე.ამიტომ ვერ დავფრინავთ.”
Jemal Karchkhadze, მდგმური
“მე რომ ახლა იმის აღწერა დავიწყო, რას განვიცდიდი, როცა მაკა ჩემს გვერდით იყო, ან როცა მაკა ჩემს გვერდით არ იყო, შეიძლება ტომები დავწერო და მერე ის ტომები ცეცხლს მივცე, როგორც ფუჭი და არაფრის მთქმელი ნახელავი.
მე ვერ ვიტყვი რა იყო მაკა ჩემთვის, რადგან ადამიანის ერთადერთი საზომი საკუთარი თავია. ჩემი "საკუთარი თავი" კი, აბა, რა საზომი შეიძლება იყოს, როცა საქმე მაკას ეხება.”
Jemal Karchkhadze, მდგმური
“- ღმერთი მიტო გვწამს, რო თვალით არ გვინახავს და არ ვიცით, რა არის, თვარა, ახლა რო მაცხოვარი გამოგვეცხადოს - იდიდოს მისი სახელი - და გამოგველაპარაკოს, გიჟია-თქვა ვიტყვით და ქე შევაქცევთ ზურგს.”
Jemal Karchkhadze, განზომილება
“,,მზე ჩავიდა და მთვარე ამოვიდა..თვალი გაქვს შეჩვეული კაცს, თორემ ყველაფერი სასწაულია”
ჯემალ ქარჩხაძე
“მთელი სიცოცხლე ლიანდგაზე მიდიხარ და წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობ. ხან ერთ მხარეს გადაგძლევს რაღაც ძალა, ხან მეორე მხარეს. ხანდახან ძლიერი ქარიც დაუბერავს და, რა მაგარი ბიჭიც არ უნდა იყო, მაინც გადაგაგდებს ლიანდაგიდან. მერე, ქარი რომ მიწყნარდება, ისევ ადიხარ და ისევ ცდილობ წონასწორობა შეინარჩუნო, ხანაც ჩუმად მიიხედ–მოიხედავ და, რომ დარწმუნდები, არავინ გიყურებს, სწრაფად გადმოხტები ლიანდაგიდან და ერთ მოზრდილ მონაკვეთს ასე გაივლი.”
Jemal Karchkhadze, ქარავანი
“მივდიოდი ალალბედზე. მივაბიჯებდი უცნობ ქუჩებში და ასე მეგონა, უცნობი სახლები ღია ფანჯრებიდან ღიმილს მაყრიდნენ. ქვეყნიერება სავსე და ძლიერი იყო, ირგვლივ ყველაფერს ნათელი და მყარი აზრი ჰქონდა.
სამყარო იცინოდა.
მე მივდიოდი უცხო და მახლობელ ქუჩებში და ქალაქის ხალისიან ხმაურს ვუსმენდი. ხმაური ჩემი სხეულის რომელიღაც ფენაში იფილტრებოდა და სულში შემოდიოდა დაწმენდილი და კრიალა მუსიკა, საოცარი მუსიკა. ტკბილი. მძლავრი და ჟრუანტელისმომგვრელი. შესაძლებელია ეს მოცარტი იყო. და მე ვხედავდი ჩამოქნილ თითებს, რომლებიც როიალის კლავიშებზე დაქროდნენ.
მე დავდიოდი სინათლით სავე ულამაზეს ქალაქებში და მიკვირდა, რომ ამქვეყნად არსებობდა ვიღაც, ვინც მოიგონა გამოთქმა “ამაოებათა ამაოება”.
და იქნა მწუხრი. და იქნა შუაღამე. და ქალაქი მიწყნარდა. ქალაქმა დაიძინა. ქალაქმა დაიძინა მშვიდი, უდრტვინველი, იმედიანი ძილით. ხვალ ისევ გათენდება!
მე დავდიოდი მძინარე ქუჩებში და ჩემს თვალს რული არ ეკიდებოდა. მე ვიყავი ერთადერთი ფხიზელი თვალი და ქალაქში მხოლოდ ჩემი ფეხის ხმა ისმოდა.
მე დავდიოდი როგორც მეუფე და გოლიათი. მშვიდი სიამაყით დავაბიჯებდი ქუჩიდან ქუჩაში და მეჩვენებოდა, რომ ეს ჩემი იმედით ეძინა ქალაქს ასე ტკბილად და უშფოთველად.
მე ვდარაჯობდი ქალაქის ძილს. მე დავაბიჯებდი ჩამუქებულ სივრცეში. დავდიოდი მიწაზე და ვირწეოდი ჰაერში, სახურავებს ზემოთ, როგორც ჰარმონია, როგორც მძინარე ქალაქის ტკბილი სიზმარი.
ხოლო სადღაც, ყვავილნარში ჩაფლულ პატარა, ერთსართულიან სახლში, რბილ, ფუმფულა ლოგინში იწვა ოქროსთმიანი ქალიშვილი. შიშველი მკლავები ზემოდან ეწყო საბანზე.
ქალიშვილს ეძინა და ძილში იღიმებოდა.
ბოლოს ხანგრძლივი ხეტიალით დაღლილი, ერთ პატარა ბაღში შევედი და მერხზე ჩამოვჯექი. თავი მერხის ზურგს მივაყრდნე, თვალები ვარსკვლავებით მოჩუქურთმებულ ცას მივაპყარი.
სამყარო უსასრულოაო, ერთხმად ამტკიცებენ მეცნიერები და, ეტყობა, მართლა ასეა, თუმცა ცოტა ძნელი წარმოსადგენი კია. მაგრამ უსასრულო შეიძლება იყოს სივრცე, დრო და რიცხვი. უსასრულო მრავალფეროვნება კი შეუძლებელია. ეს ღმერთის განტაზიასაც აღემატება. სამყაროს რომელიღაც წერტილში ალბათ მეორდება ყველა ის შემთხვევა, ყველა ის მოძრაობა, ყველა ის სიტყვა და ყველა ის განცდა, რომელთაც დედამიწაზე ვხვდებით. დედამიწა მეორდება. მზის სისტემა მეორდება. და მე ვგრძნობდი, რომ სადღაც, სამყაროს რომელიღაც სისტემაში, რომელიც მზის სისტემის ასლია, ზის პატარა ბაღში ვიღაც კაცი, შეჰყურებდ მოოქრულ ცას და ფიქრობს იმაზე, რომ სადღაც, სამყაროს რომელიღაც წერტილში, ასევე ზის ვიღაც კაცი, პატარა ბაღში და მასავით შეჰყურებს მოოქრულ ცას.”
Jemal Karchkhadze, მდგმური
“როცა იგი დღის თვალს უყურებს,იგის უხარია ნი..როცა იგი ღამის თვალს უყურებს,იგის ენატრება ნი..ნის თვალები ისეთია,როგორიცაა მთვლემარე ზღვა,ნის თმები ისეთია,როგორიცაა ჩამოცვენილი ფოთოლი.როცა იგის ნის სუნთქვა ესმის,იგის ჰგონია,რომ სუნთქვაა ის რაღაც,რის გამოც ყველაფერი ერთი და იგივეა,რის გამოც იგი ყველაფერშია და ნიც ყველაფერშია.”
Jemal Karchkhadze, დრო
“ძველი ბელადი ნელა მიაბიჯებდა. უკან არ იხედებოდა.
ბოლოს მოიხედავსო, თავის სხეულში ამბობდა იგი. ჯერ არავინ ასულა დიდი დაძინების ქარაფზე ისე, რომ უკან არ მოეხედა.
იდგნენ თავით ფეხებამდე სველები და უყურებდნენ.
ძველი ბელადი მიდიოდა, ხოლო უკან, ატალახებულ მიწაზე, მისი ღრმა კვალი რჩებოდა. ჩაზნექილი, ამოზნექილი, ისევ ჩაზნექილი და ბოლოში თითების ანაბეჭდი, ერთმანეთზე მიტყუპებული და ერთმანეთისაგან მაინც გამოყოფილი. ფეხს რომ ასწევდა, სანამ ხელახლა დადგამდა, ნაფეხურში წყალი დგებოდა.
ზურგზე, ბეჭებშუა, წვიმის წვეთები ერთად იყრიდნენ თავს და ნაკადულივით მოედინებოდნენ ქვემოთ. თმიდანაც წვეთები ჩამოსდიოდა.
ქარაფის წვერს რომ მიაღწია, იგიმ თავის სხეულში თქვა, ახლა სეჩერდება და მოიხედავსო.
ამის თქმა ძლივს მოასწრო, რომ ძველმა ბელადმა ნაბიჯი გადადგა ქარაფის წვერიდან და გაქრა.
არც მოუხედავს, არც დაუყვირია.”
ჯემალ ქარჩხაძე, დრო
“ეტყობა ბევრი ბავშვი იბადება, რაკი ამდენ ბაგასა და ბაღს აშენებენ. ბევრი ბავშვი… მერე რას შვრებიან რომ იბადებიან? სად მიდიან? არსად. იზრდებიან ნელ–ნელა. კბილებს იცვლიან. განათლებას იღებენ. განათლება თხელ ფენად ედებათ სხეულზე და გამომეტყველებაში და ჩაცმა დახურვაში იჩენს თავს. მერე დედაკაცებად და მამაკაცებად იქცევიან და სამსახურში დადიან. ყოველდღე. ყოველდღე. ყოველდღე. გზადაგზა გულგრილად გადააბიჯებენ ათივე მცნებას. გაივლიან ამქვეყნად და წავლენ. წასვლის წინ ზოგჯერ მოგვაგონდება, რომ დედამიწას ჩვენი კვალი არ ატყვია, და გული შეგვეკუმშება, მაგრამ იქვე ვინუგეშებთ თავს: შთამომავლობა ხომ დავტოვეთ. და მე თუ რამე არ მოვიმოქმედე, მთელს ჩემს გენეალოგიურ ხაზს ჯვარი დაესმება, აზრი დაეკარგება ყველა ჩემი წინაპრის ტანჯულ არსებობას. მაგრამ რას მოვიმოქმედებ მე? რას ჩავიდენ ისეთს, რომ ჩემმა წინაპრებმა შვებით ამოისუნთქონ და თქვან, ამაოდ არ ჩაუვლია ჩვენს იმედს, ამაოდ არ ვეწამეთ საუკუნეებისა და ათეული საუკუნეების მანძილზეო..”
Jemal Karchkhadze, მდგმური
“დავიწყება, რა თქმა უნდა, გაქრობას არ ნიშნავს. უფრო მეტიც, ნამდვილი ავტოპორტრეტი სწორედ იქ იქმნება, სადაც დავიწყებული ფერები და ხაზები ინახება”
Jemal Karchkhadze, ქარავანი
“ადამიანს აქვს ერთი ამოუძირკვავი თვისება, რომელიც ხან უძნელებს ცხოვრებას და ხან უიოლებს-მისი სიტყვა და საქმე შორიშორს დგანან ერთმანეთისაგან.”
Jemal Karchkhadze, ქარავანი
“განა სასაცილო არ არის: შიში მინდა დავძლიო და შიშის შიში ვერ დამიძლევია!”
Jemal Karchkhadze, ზებულონი
“დროდადრო მავიწყდებოდა, რომ ჩემი სიცოცხლე შენი ძებნა იყო. ამიტომ გიპოვე გვიან. ბოლოს მოვკალი მოღალატე, მაგრამ ის აღარ ვიცი, მე თვითონ გადავრჩი თუ არა ცოცხალი. ყველაფერი გამოვცადე და ბევრ რამეს მივხვდი. დაგვიანებული მიხვედრა მძიმეა და მტკივნეული. შესაძლებელია, კაცის ცხოვრება ცხოვრება კი არა, მიჯნაა. ამიტომაც ახლავს ამდენი ტკივილი.
რა გვიან გიპოვე!
რა ცარიელი შევხვდი მზის ამოსვლას.
დავიგვიანე. რადგან შენ წახვედი, გაქრი, ოცნებად იქეცი... როგორ გიყვარდი და როგორ დაგკარგე.
შენ გაზაფხული იყავი, გაზაფხულის დღესასწაული. ვარდებით მოფენილი მდელო, სიზმარი, როცა დაფრინავ და იზრდები. მე მივატოვე გაზაფხულის დღესასწაული და რთველში წავედი, გაშლილ სუფრას მივუჯექი, დავთვერი და, როცა გამოვფხიზლდი, ვიგრძენი რომ სიცარიელე გველივით დაძვრებოდა სხეულში და გაზაფხული მზესავით ჩავიდა. მაკა! მაკა! მაკა! სად ხარ, მაკა!”
Jemal Karchkhadze, მდგმური
“შიშიანობამ სიძულვილი მოიტანა თან, გაუტანლები და დაუნდობლები გავხდით, ძმა არ ვიცით და ნათესავი.ყოველი კაცი იმას ფიქრობს, ოღონდ მე გადავრჩე და თუნდ ქვა ქვაზე ნუ დარჩენილაო, იმას ვეღარ ვხვდებით, რომ მოყვასმა თუ მოყვასი გაწირა,მალე მართლა ქვა ქვაზე აღარ დარჩება. შიშმა გონება დაგვიბნელა, სიძულვილმა სისხლი გაგვიცივა, მშველელი არსაიდან ჩანს, ევროპა შორსაა და ჩვენთვის არა სცალია, ყველა თავისთვის ცდილობს და თავის სარგებელს ეძებს, ჩვენ კი აღარ შეგვიძლია, საკუთარ თავში იმედს და ღონეს ვეღარ ვპოულობთ. ამოვწყდებით. მალე ჩვენი სახსენებელი აღარ იქნება. მაგრამ ვის შევჩივლოთ ჩვენი უბედურება და ვის შევავედროთ თავი, როცა ყველაფერი, რაც ჩვენ თავს ტრიალებს, ჩვენივ ბრალია!გაერთიანება რომ შეგვეძლოს, საქართველო არც ისე პატარა და უძლური ქვეყანაა, მაგრამ რა გაგვაერთიანებს! მტრებისაგან წაქეზებულები და გაბრიყვებულები ერთმნანეთს ვჭამთ.”
Jemal Karchkhadze, ანტონიო და დავითი
“სიცოცხლე იმად არ ღირს, მისი გულისთვის კაცი შიშს მონად გაუხდე”
Jemal Karchkhadze, ანტონიო და დავითი
“დანარჩენი ზღაპრები ასე თუ ისე, ერთმანეთს ჰგავდნენ: მძლეთამძლე ჭაბუკი ფათერაკებით აღსავსე თავგადასავლის შემდეგ, ყველა დევს რომ დაამარცხებდა და ყველა დაბრკოლებას გადალახავდა, მზეთუნახავს ირთავდა ცოლად, ხელმწიფედ ჯდებოდა და "ცხოვრობდა ტკბილად და ბედნიერად". ამ დასასრულს რომ უსმენდა, ზებულონს ისეთი გრძნობდა უჩნდებოდა, თითქოს სული გაებზარა და შიგ სიცარიელე შეეპარა. ამგვარი დასასრული მართლაც დასასრული იყო, ყველაფრის დასასრული, რადგან როცა მზეთუნახავს შეირთავ, ხელმწიფედ დაჯდები და ტკბილად და ბედნიერად ცხოვრობ, მეტი რაღა უნდა მოხდეს?!”
Jemal Karchkhadze, ზებულონი
“ნის იგისთან უნდა.
იგის სხეულში ნი გულაღმა დაწვა და თვალები მილულა.
- კარგი, - თქვა იგიმ, - დაწვეს ნი.
- არა, - თქვა ნიმ და სახეში შეხედა იგის. ნის თვალებიდან უცნობი სხივები იფრქვეოდა. - ნის არ უნდა იგისტან დაწოლა.
იგის გაუკვირდა.
- აბა, რა უნდა ნის?
- ნის იგის გვერდით ყოფნა უნდა. ნის უნდა, რომ იგის გვერდით იჯდეს ხის ძირას!!!”
Jemal Karchkhadze, დრო
“უპატიოსნობა გაფურჩქვნის მწვერვალს მაშინ აღწევს, როცა პატიოსნება გმირობად იტვლება.”
Jemal Karchkhadze, ქარავანი
“ადამიანის გამტყუნება ძნელია, მით უმეტეს, თუ შენ თვითონაც ადამიანი ხარ.”
Jemal Karchkhadze, მდგმური
“ადამიანის დანიშნულება ადამიანის გარეთაა საძებნელი”
Jemal Karchkhadze, ქარავანი
“სანამ განზრახვა მხოლოდ განზრახვაა ყველაფერი იოლია. განზრახვის ნამდვილი ძალა და მნიშვნელობა მაშინ გამოჩნდება, როცა იგი ფაქტად იქცევა”
Jemal Karchkhadze, ქარავანი
“ბელადი ყველაზე მეტად იყო მოხრილი. ხელები ლამის მიწაზე დასთრევდა.
იგის უცებ სახეზე ალმურის სუნი აუვიდა და მუცელში ცხელმა გემომ დაუარა.
იგი ისეთი არ იყო, როგორიც იყვნენ სხვები!
გამართული იდგა. შუბლი შორეული მთის წვერისთვის მიეშვირა.
ცხელი გემო კიდევ უფრო სწრაფად დატრიალდა მუცელში. ტანზე ცივმა შიშმა გადაურბინა და ბალანი აუჯაგრა.
და მარტოობის შემაშფოთებელი სუნი ეცა.
“კიდევ კარგი, არავის შეუმჩნევია გამართული იგი, - უხმოდ თქვა იგიმ თავის სხეულში. – იგი ახლავე მოიხრება და ისეთი გახდება, როგორიც არიან სხვები.
მაშინ მას მარტოობა აღარ ეტკინება და აღარც ცივი შიში აუჯაგრავს ბალანს”.
იგი შეჩერდა, წინ მიმავალ თანამოძმეებს დააკვირდა. ყველანი მშვენივრად იყვნენ მოხრილები. “იგიც მათ უნდა დაემსგავსოს, რაკი მათი თანამოძმეა”, - თავის სხეულში თქვა იგიმ.
მაგრამ ოდნავ მოიხარა თუ არა, ზურგში ავი ნადირივით ჩააფრინდა ტკივილი.
იგიმ შეჰყვირა და გაიმართა.
ყვირილზე კაცებმა მოიხედეს. მოტრიალებით არ მოტრიალებულან; შედგნენ და მარტო თავები მოაბრუნეს.
იგის ბევრი სახე უყურებდა.
მერე ბელადმა ხმადაბლა დაიღრინა და გზა განაგრძო.
დანარჩენებიც მიჰყვნენ.”
ჯემალ ქარჩხაძე, დრო
“როცა შესაძლებელ ვარიანტებს თითებზე ითვლი, არასოდეს გამორიცხო სასწაული.”
Jemal Karchkhadze, მდგმური
“გურჯი უნდა აქოო, დაგვარიგა, თავი ისე უნდა მოაჩვენო, ვითომ შენ იმის ფერხთა მტვრად არა ღირხარო, გურჯი გულუბრყვილოა, თანაც გადამთიელის ნათქვამს ყოველთვის უფრო იოლად იჯერებს, ვიდრე თავისიანისას, ამიტომ სწრაფად მოგენდობა და შეუყვარდები, ხოლო რაკი შენ შეუყვარდები, საკუთარი ძმა შესძულდება, რადგან ერთი გურჯის გულში ორი სიყვარული ვერ ეტევაო. გურჯების უგუნურობა ყვეელაზე უკეთ მათს ამპარტავნობაში ჩანსო; თავიანთ ურიცხვ ნაკლს ისე სასოებით მალავენ, თითქოს ერთი რამ ძვირფასი საგანძური იყოს; ყველაფერი შეიძლება გაპატიონ, მაგრამ მათი ნაკლი თუ შეამჩნიე, ამას არამც და არამც არ გაპატიებენ, ამიტომ თავი ისე დაიჭირეთ, ვითომ გურჯისთანა სრულქმნილი თქვენს დღეში არავინ გენახოთ; ამით ორ რამეს მიაღწევთ – მორჩილებაშიც გეყოლებათ და თავის უთვალავ ნაკლსაც ვერასოდეს მოიშორებსო. ოქრო წაიღეთ გურჯისტანშიო, გვირჩია, ბევრი ოქრო წაიღეთ, გურჯი ოქროს დახარბდება და მონად გაგიხდება, ხოლო რაკი მონად გაგიხდება, არც ოქროს დაკარგავ, რადგან შენი მონის ოქრო იგივე შენი ოქროა. გახსოვდეთ, მაძღარი გურჯი კარგი გურჯია, მაძღარ გურჯს ბრძოლა არ უყვარს, მაძღარ გურჯს მხართეძოზე წოლა და სლოკინი უყვარსო. მე სულთნის ლაშქარში მრავალი გურჯი მენახა, რომელთაც ომებში დიდად გაეთქვათ სახელი, ამიტომ ვკითხე, ბრძოლა როგორი იციან-მეთქი. ბრძოლა კარგი იციანო, მომიგო ალი-მირზამ, მაგრამ ისეთი არა, როგორც ღალატი, ღალატის ხელოვნებაში მაგათ ბადალი არა ჰყავთო, ისე კი, სხვის ლაშქარში უფრო მონდომებით იბრძვიან, ვინაიდან უცხოთა წინაშე თავის გამოჩენა უყვართო.”
Jemal Karchkhadze, სრული კრებული
“ჯობნა, უპირატესობის გრძნობის დაკმაყოფილება, ყველას ეს ამოზრავებს, ოღონდ ზოგს გაცნობიერებული აქვს და ზოგს არა”
Jemal Karchkhadze, ქარავანი
“ზოგჯერ გამკლავებაზე მეტად გადარჩენაა საჭირო. ქართლი განა მიწაა! ქართლი ხალხია. ხალხი თუ აღარ იქნა, ცარიელ მიწას ხვალ ეგებ სპარსეთიც დაერქვას.”
Jemal Karchkhadze, ზებულონი

« previous 1
All Quotes | Add A Quote
იგი იგი
3,456 ratings
ზებულონი ზებულონი
1,821 ratings
მდგმური მდგმური
1,162 ratings