ანტონიო და დავითი Quotes
ანტონიო და დავითი
by
Jemal Karchkhadze1,888 ratings, 4.55 average rating, 133 reviews
ანტონიო და დავითი Quotes
Showing 1-3 of 3
“სიცოცხლე იმად არ ღირს, მისი გულისთვის კაცი შიშს მონად გაუხდე”
― ანტონიო და დავითი
― ანტონიო და დავითი
“შიშიანობამ სიძულვილი მოიტანა თან, გაუტანლები და დაუნდობლები გავხდით, ძმა არ ვიცით და ნათესავი.ყოველი კაცი იმას ფიქრობს, ოღონდ მე გადავრჩე და თუნდ ქვა ქვაზე ნუ დარჩენილაო, იმას ვეღარ ვხვდებით, რომ მოყვასმა თუ მოყვასი გაწირა,მალე მართლა ქვა ქვაზე აღარ დარჩება. შიშმა გონება დაგვიბნელა, სიძულვილმა სისხლი გაგვიცივა, მშველელი არსაიდან ჩანს, ევროპა შორსაა და ჩვენთვის არა სცალია, ყველა თავისთვის ცდილობს და თავის სარგებელს ეძებს, ჩვენ კი აღარ შეგვიძლია, საკუთარ თავში იმედს და ღონეს ვეღარ ვპოულობთ. ამოვწყდებით. მალე ჩვენი სახსენებელი აღარ იქნება. მაგრამ ვის შევჩივლოთ ჩვენი უბედურება და ვის შევავედროთ თავი, როცა ყველაფერი, რაც ჩვენ თავს ტრიალებს, ჩვენივ ბრალია!გაერთიანება რომ შეგვეძლოს, საქართველო არც ისე პატარა და უძლური ქვეყანაა, მაგრამ რა გაგვაერთიანებს! მტრებისაგან წაქეზებულები და გაბრიყვებულები ერთმნანეთს ვჭამთ.”
― ანტონიო და დავითი
― ანტონიო და დავითი
“სოლომონს უეცრად ელვასავით ნათლად და ცხადად წარმოუდგა თვალწინ ის მოუხელთებელი წამი, დასასრულისა და დასაწყისის შემაერთებელი არარსებული წამი, და დაინახა, რომ არც სოლომონი იყო სოლომონი, არც ასმათი იყო ასმათი, არც ქალბატონი ცისანა იიყო ქალბატონი ცისანა, ყველანი ერთნაირები იყვნენ, როგორც დაუთესავი მარცვლები, და ახალი გამოსვლის ცნობისმოყვარე მოლოდინში დახურული ფარდის უკან დედიშობილები ისხდნენ, რადგან თეატრის ადმინისტრაციას ძველი ტანსაცმელი უკვე ცეცხლისთვის მიეცა, ახალი კი ჯერ არ დაერიგებინა.”
― ანტონიო და დავითი
― ანტონიო და დავითი
