ქარავანი Quotes
ქარავანი
by
Jemal Karchkhadze485 ratings, 4.71 average rating, 52 reviews
ქარავანი Quotes
Showing 1-13 of 13
“მთელი სიცოცხლე ლიანდგაზე მიდიხარ და წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობ. ხან ერთ მხარეს გადაგძლევს რაღაც ძალა, ხან მეორე მხარეს. ხანდახან ძლიერი ქარიც დაუბერავს და, რა მაგარი ბიჭიც არ უნდა იყო, მაინც გადაგაგდებს ლიანდაგიდან. მერე, ქარი რომ მიწყნარდება, ისევ ადიხარ და ისევ ცდილობ წონასწორობა შეინარჩუნო, ხანაც ჩუმად მიიხედ–მოიხედავ და, რომ დარწმუნდები, არავინ გიყურებს, სწრაფად გადმოხტები ლიანდაგიდან და ერთ მოზრდილ მონაკვეთს ასე გაივლი.”
― ქარავანი
― ქარავანი
“დავიწყება, რა თქმა უნდა, გაქრობას არ ნიშნავს. უფრო მეტიც, ნამდვილი ავტოპორტრეტი სწორედ იქ იქმნება, სადაც დავიწყებული ფერები და ხაზები ინახება”
― ქარავანი
― ქარავანი
“ადამიანს აქვს ერთი ამოუძირკვავი თვისება, რომელიც ხან უძნელებს ცხოვრებას და ხან უიოლებს-მისი სიტყვა და საქმე შორიშორს დგანან ერთმანეთისაგან.”
― ქარავანი
― ქარავანი
“სანამ განზრახვა მხოლოდ განზრახვაა ყველაფერი იოლია. განზრახვის ნამდვილი ძალა და მნიშვნელობა მაშინ გამოჩნდება, როცა იგი ფაქტად იქცევა”
― ქარავანი
― ქარავანი
“ჯობნა, უპირატესობის გრძნობის დაკმაყოფილება, ყველას ეს ამოზრავებს, ოღონდ ზოგს გაცნობიერებული აქვს და ზოგს არა”
― ქარავანი
― ქარავანი
“ადამიანს არავიტარი დანიშნულება არა აქვს. უბრალოდ სიცოცხლის იმპულსი აქვს, რომელიც გარდაუვალია და ამიტომ დანისნულების ძიების სურვილს ბადებს”
― ქარავანი
― ქარავანი
“თეატრი... ტლანქი და ცოტა უსახური ტერმინი რომ ვიხმაროთ, არის მეორადი ხელოვნება. მეორადი ხელოვნების საშუალებით საკუთარ თავს ვერ შეიცნობ”
― ქარავანი
― ქარავანი
“მსახიობი ის ვისაც მოწოდებით მსახიობს ვეძახით, დეზერტირია, რომელიც საკუთარ თავს თვალს ვერ უსწორებს და ამიტომ ნიღბების ქვეყანაში გადადის საცხოვრებლად”
― ქარავანი
― ქარავანი
“მაყურებელი ერთობა. მაყურებლისთვის შენი ტრაგედია სეირია, გულის გადასაყოლებელი საშუალება, თუმცა ეს გააზრებული არა აქვს”
― ქარავანი
― ქარავანი
