“„მე მგონია, ჩვენს ქვეყანას შეუძლია, იყოს უაღრესად კომიკური (და არა მარტო ტრაგიკული), ჩვენს ქვეყანაში ძალიან იოლად ივიწყებენ კიდეც და აინუნშიც არ აგდებენ საკუთარ ჭრილობებს, საკუთარ შეცდომებს, უფრო მეტიც, თვალს ხუჭავენ უსამართლოდ მიყენებულ ტკივილზე, ჩაგვრაზე, მარცხზე. ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც ვუჭახუნებთ სასმისებს და ვხალისობთ. ეს მართლაც რომ შთამბეჭდავია, თუ გავითვალისწინებთ იმ მწვავე მოვლენებს, წინა საუკუნეს რომ ახლდა, რომელთა შედეგებსაც დღემდე იმკიან ადამიანები (რამდენიც უნდა მეკამათო!).
ეს ის ქვეყანაა, სადაც, მე-20 საუკუნის უდიდესი ჯალათების გარდა, უამრავი არაჩვეულებრივი ადამიანი დაიბადა, რომლებიც მე, პირადად, ძალიან მიყვარდა და მიყვარს. ზოგი მათგანი გაიქცა, ზოგს გზა აებნა, ზოგი ცოცხალი აღარ არის, ზოგი დაბრუნდა, ზოგის დიდებამ უკვე ჩაიარა, ზოგი ჯერ კიდევ ელის მას, მაგრამ ამ ადამიანთა უმრავლესობას არავინ იცნობს”.”
―
Nino Haratischwili,
Das achte Leben