მზე, მთვარე და პურის ყანა Quotes

Rate this book
Clear rating
მზე, მთვარე და პურის ყანა მზე, მთვარე და პურის ყანა by Temur Babluani
2,097 ratings, 4.29 average rating, 164 reviews
მზე, მთვარე და პურის ყანა Quotes Showing 1-12 of 12
“ყველა ადამიანი ვიღაცისთვის იბადება. რა კარგია, შენ რომ ჩემთვის დაიბადეო.”
თემურ ბაბლუანი, მზე, მთვარე და პურის ყანა
“ღმერთო ჩემო, ნეტა რატომ გამოგვიგონე ეს საცოდავი ადამიანები, რაში გჭირდებით-მეთქი?”
თემურ ბაბლუანი, მზე, მთვარე და პურის ყანა
“რად გინდა ეგ მანუშაკა, რაში გჭირდებაო? - იმან მკითხა, ცეცხლისფერი თმა რომ ჰქონდა. სულ ერთი სიტყვა მეყო პასუხის გასაცემად - მიყვარს-მეთქი.”
თემურ ბაბლუანი, მზე, მთვარე და პურის ყანა
tags: love
“აღმოვაჩინე, რომ თავისუფლებაზე ფიქრი გაუცნობიერებელ შიშს მგვრიდა, შიშს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის, მაგრამ დავიწყებულისა და გაუცხოებულის მიმართ.”
თემურ ბაბლუანი, მზე, მთვარე და პურის ყანა
“მიკვირდა, იმოდენა ტაიგაში როგორ ვერ დაეტივნენ, რა ჰქონდათ გასაყოფი? ნეტა, საიდან მოდის ეს ავი დაუნდობლობა, ადამიანებსა და ცხოველებს რომ არ ასვენებთ და არ ზოგავენ ერთმანეთს-მეთქი?”
თემურ ბაბლუანი, მზე, მთვარე და პურის ყანა
“ღმერთო, თუ მართლა არსებობ, რას ერჩი ამ შენს გაჩენილ ადამიანებს-მეთქი?”
თემურ ბაბლუანი, მზე, მთვარე და პურის ყანა
“არის წუთები, როდესაც სიჩუმეს ვერაფერი შეედრება.”
თემურ ბაბლუანი, მზე, მთვარე და პურის ყანა
“ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ჩემს განვლილ ცხოვრებაში მარტო განცდებით მივიღე მონაწილეობა და სხვა დანარჩენის შესახებ ჩემთვის არავის არაფერი უკითხავს.”
თემურ ბაბლუანი, მზე, მთვარე და პურის ყანა
“მანუშაკას მადლიერებაზე ვფიქრობდი, ყველაფრის მიუხედავად, ის მადლიერება არ იყო საფუძველს მოკლებული. თავისი მონური სიმართლე ჰქონდა და სწორედ ეს მონური სიმართლე მწვავდა გულს.”
თემურ ბაბლუანი, მზე, მთვარე და პურის ყანა
“გულის სიღრმეში კმაყოფილი ვიყავი, თბილ ლოგინში რომ ვიწექი და კუნაპეტ ღამეში არ მივყვებოდი ქარს, ზურგზე ჩანთით. შევწუხდი - რაშია საქმე? ისე არ მოხდეს, საკუთარი თავი მივატოვო-მეთქი.”
თემურ ბაბლუანი, მზე, მთვარე და პურის ყანა
“ოთხი წლის ვიყავი როცა დედამ მიგვატოვა. მახსოვს, სულ კარებისკენ ვიყურებოდი და ველოდებოდი, მაგრამ მერე, როცა მამაჩემმა კარი სხვა ფერის საღებავით გადაღება, მოლოდინის ის სასიამოვნო განცდაც გაქრა.”
თემურ ბაბლუანი, მზე, მთვარე და პურის ყანა
“ერთი მთვრალი მხატვრის ნათქვამი გამახსენდა, ქიტიას დუქანში ქეიფობდა -მე სამშობლო მაშინ მიყვარს , როცა მაქებენ და ტაშს მიკრავენ , ვინმემ " კალაშნიკონოვი " რომ მომცეს და მითხრას , წადი, სამშობლოს თავი შესწირეო, ვეტყვი , შენი დედაც და შენი სამშობლოსიც- მეთქი.”
თემურ ბაბლუანი, მზე, მთვარე და პურის ყანა