Goodreads helps you follow your favorite authors. Be the first to learn about new releases!
Start by following Merab Mamardashvili.

Merab Mamardashvili Merab Mamardashvili > Quotes

 

 (?)
Quotes are added by the Goodreads community and are not verified by Goodreads. (Learn more)
Showing 1-30 of 64
“ის, რომ ჩვენ ვერასდროს ვიზრდებით, ეს უბრალოდ ზრდის პრობლემაა. ეს პრობლემა იმისდა მიხედვით აშკარავდება, ვბრაზდებით სამყაროზე თუ არა. ბავშვის სამყაროა ასეთი. ბავშვი ხომ სამყაროს თავისებურად აღიქვამს: სამყარო მას ეფერება ან აბრაზებს. როგორები არიან ზრდასრულები? გაიხედეთ გარშემო და დააკვირდით საზოგადოებას. ის სავსეა ასე ვთქვათ ბავშვობაში გაჭედილი ზრდასრულებით. მათ თავი სამყაროს ცენტრში წარმოუდგენიათ და დღენიადაგ ეჭვიანობენ, რომ ეს სამყროში ხდება ყველაფერი მათ საწინაააღმდეგოდ და არა თავად მათში.
ზრდასრულობა რაში გამოიხატება ? ამაზე თავის დროზე ერთმა ინგლისელმა ფილოსოფოსმა თქვა: ” ზრდასრული ხარ, როცა იცი, რომ სამყაროს არ გააჩნია შენს მიმართ განზრახვები,” ეს უკვე ზრდასრულის აღქმაა.”
Merab Mamardashvili
“თქვენი ქართველობა იწყება ღირსებიდან და არა პირიქით!”
Merab Mamardashvili
“ადამიანი იწყება ღირსებიდან და მას მხოლოდ საკუთარი ღირსების გავლით შეუძლია ჭეშმარიტად გააცნობიეროს თავი ამა თუ იმ ერის შვილად! ქართველობა არ არის ბიოლოგიური მოცემულობა – ეს არის ნება იყო ქართველი, ნება კი რაინდული ღირსების ფენომენია და მე თუ არა მაქვს ის, რამდენიც არ უნდა ინებოს ერმა თუ ბერმა მე ვერც კაცი ვიქნები და ვერც ქართველი!”
Merab Mamardashvili
“ჩემთვის დამოუკიდებლობა პირველი და აბსოლუტური, სადღეისო მიზანია. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ უბრალოდ დამოუკიდებლები ვიყოთ, არამედ იმიტომ, რომ დავინახოთ ჩვენი თავი და შევქმნათ სიტუაცია, სადაც ჩვენი რეალური პრობლემები გამოჩნდება. ამ პრობლემის გადაწყვეტის პირობა კი შინაგანი განთავისუფლებაა. ე.ი. ჩვენ გვჭირდება განთავისუფლება არა მხოლოდ იმპერიისგან, არამედ ჩვენივე ცხოვრების გარკვეული შინაგანი პრინციპისაგან.”
Merab Mamardashvili
“ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას”
Merab Mamardashvili
“რუსული სივრცე-დროის მეტაფიზიკურ თავისებურებად უნდა ჩაითვალოს ის ფენომენი, რომ საკუთარ თავს და შენს გარშემო მყოფთ ყოველი დღე უქციო ჯოჯოხეთად….. ეს მუდმივი ისტორიული კოლაფსია ორ დიდ, დასავლურ და აღმოსავლურ ცივილიზაციებს შორის!
ეთნიკური რუსი ერთი ჩვეულებრივი ადამიანია თავის დადებითით და უარყოფითით. არაფრით უარესი და არაფრით უკეთესი სხვა ეთნოსის წარმომადგენელზე!
მაგრამ რუსები, როგორც რუსულ იმპერიულ-ტირანიული სივრცის ბინადარნი და ამ სისტემის იდეოლოგიით ტვინდაკომპასებულ ხალხთა მასები, ამოვარდნილნი არიან რეალური ისტორიული სივრცე დროისაგან…როგორც ჩაადაევი და როზანოვი წერდნენ – აქ სრული კოლაფსი და გამყოფი უფსკრულია აღმოსავლურ და დასავლურ ცივილიზაციებს შორის!”
Merab Mamardashvili
“ყველაზე დიდი ტყუილი შეიძლება აღმოჩნდეს ზუსტად სიმართლე, ნათქვამი ისეთ სიტუაციაში, როცა მისი დაჯერება შეუძლებელია.”
Merab Mamardashvili
“მტრის ხატი – ესაა დამანგრეველი ფსიქიკური ძალა, იმიტომ რომ მტერი კი არ იწვევს ეჭვს, ეჭვი შობს მტერს. ეჭვი ჯერ უსაგნოდ არსებობს. ეჭვი ჩემი უძლურებაა – მე მეშინია ყველაფრის, როცა უძლური ვარ. მტერი არის განსხეულებია იმისა, რაც ჩემშივეა ფესვგადგმული, როგორც უძლურება.”
Merab Mamardashvili
“აზროვნება არის ჩუმი საუბარი ღმერთთან წარსული შეხვედრების შესახებ. ანუ ეს არის სიტუაცია, როდესაც რაღაც ხელახლა იბადება, თავისი თავის იგივეობრივი, მაგრამ განახლებული, აღორძინებული. აღორძინება, გაცოცხლება ხდება ფორმების სამყაროში.”
Merab Mamardashvili
“ქართულ ინტელიგენციას არ გამოუყენებია ბოლო ხუთი წელი იმისათვის, რომ საკუთარი ხალხისთვის სიმართლე ეთქვა. იმის მაგივრათ რომ ებრძოლათ უკვე გათავისებულ ცუდ ჩვევებთან – პატრიოტიზმის მცდარ გაგებასთან, ჩამორჩენილობასთან, საკუთარ თავზე შეყვარებასთან, დარწმუნებას იმაში, რომ ჩვენ ყველაზე კარგნი ვართ, ყველაზე ჭკვიანნი, ყველაზე ლამაზნი და არავინ არ გვჭირდება – ისინი საკუთარ ამბიციებში ჩაფლულნი თამაშობდნენ ყველაფერ ამით.”
Merab Mamardashvili
“იმოქმედეთ, იმუშავეთ, ყურადღებით იყავით, მომენტი არ გაუშვათ, იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი არ გაგრძელდება, იგი მხოლოდ ერთი წამია. თქვენ შეგიძლიათ, გააფართოვოთ ეს წამი – ოღონდ არა ფიზიკურ სივრცესა და დროში, არამედ რაღაც შინაგან სივრცესა და დროში. როგორ უნდა გააფართოვოთ? შრომით.”
Merab Mamardashvili
“Но что значит не быть взрослым? Считать, что мир "центрирован" на нас, создан для того, чтобы нас обижать или гладить по головке. Детская психология и состоит в этом эгоцентризме, когда ребенок воображает себя центром мира в том смысле, что он полагает - все, что в мире происходит, происходит для того, чтобы или доставить ему удовольствие, или обидеть его. И все события имеют для него знаковую природу, все они что-то означают по отношению к нему. В этом - суть инфантильности. Ребенок есть ребенок. Ну а когда - взрослый? Оглянитесь вокруг себя и вы увидите общество дебильных переростков, которые так и остались в детском возрасте, которые воспринимают окружающий мир как то, в чем что-то происходит по отношению к ним. Не само по себе. Или - вокруг темно и копошатся демоны, которые окружают их светлый остров, - конспирации, заговоры... Людвиг Витгенштейн сказал: "Мир не имеет по отношению к нам никаких намерений". Это - взрослая точка зрения.”
Мераб Мамардашвили
“ქართველმა ხალხმა ჯერ ყურადღებით უნდა ჩახედოს თავის თავს სარკეში, შერცხვეს თავისი სახის, ბაქიაობის და უსაქმურობის, თავისი მონური რეაქციების და სტერეოტიპების, შერცხვეს თავისი მკვდრების და დაფიქრდეს: ვინ ვიყავი ამ წლების განმავლობაში? რას ვაკეთებდი? ვისი მჯეროდა? ვის მივყვებოდი? უნდა შეძრწუნდეს სირცხვილის და საზიზღრობისაგან და მაშინ მის წინაშე გაიხსნება თავისუფლების გზა, თავისუფლების, რომელიც ასაშენებელია, იმიტომ, რომ მხოლოდ სირცხვილისაგან შეიძლება აღორძინების ენერგია გაჩნდეს.”
Merab Mamardashvili
“Дьявол играет нами, когда мы не мыслим точно”
Merab Mamardashvili
“ნუ გაუსწრებთ მოვლენებს წინ, ნუ იფიქრებთ პოლიტიკური კლიშეებით ვისი მხრიდანაც არ უნდა იყვნენ ისინი, დაიწყეთ საკუთარი თავით და საქმით, რადგან ჯერ ისედაც გვაკლია პროფესიონალური ცოდნა და გამოცდილება და თუ ასე ერთი ხელის მოსმით გადავეშვებით პოლიტიკის აღელვებულ ზღვაში, მალევე გავირიყებით ნაპირზე მშიერ-ტიტველნი და უმეცარნი.”
Merab Mamardashvili
“იმისათვის, რომ იყოს აზრი, საჭიროა სიბნელე, რომელიც აზროვნებას აიძულებს.”
Merab Mamardashvili
“მე მიმაჩნია, რადგან ქართველები ასეთი ცხოვრების მოყვარულნი არიან, გააჩნიათ იუმორის გრძნობა, შეძლეს ძველი რაინდობის სახისა და გულის შენარჩუნება, დარჩნენ ინდივიდუალურები, სპეკტოკოსები და ა. შ.- მათი დამონება, დამორჩილება შეუძლებელია.”
Merab Mamardashvili
“შეგიძლია ისე მოკვდე, რომ არასოდეს აღმოაჩინო რა იყო შენი გრძნობა. ეს შენი გრძნობა იყო, შენი, მაგრამ ის ვერ იგრძენი; ფიქრი შენი იყო, მაგრამ შენ ის ვერ იფიქრე; გამოცდილება შენი იყო, მაგრამ ამ გამოცდილებიდან აზრი ვერ გამოიტანე. ასე და ამგვარად გამოცდილება მეორდება, თითქოს შენი ცხოვრება მარადიულად ღეჭავს ერთი და იგივე ნაჭერს, ისე, რომ ვერც ერთხელ ვერ გადაყლაპა იგი!”
Merab Mamardashvili
“ჩვენ თავი დავკარგეთ. ვერ დავინახეთ მტერი სოციალიზმის სახით ჯერ კიდევ ილიას დროს, სადღაც 1905–1907 წლებში ... ილიას მკვლელობა იყო სიმბოლო იმ ფაქტისა, იმ შინაგანი სულიერი პროცესისა, რომელიც ხდებოდა ქართველებში და ამით გამოვლინდა, რომ ქართველები განუდგნენ ილიას მიერ შემოთავაზებულ გზას.”
Merab Mamardashvili
“Философия – есть способность отдать самому себе отчет в очевидности.”
Merab Mamardashvili, Психологическая топология пути: М. Пруст "В поисках утраченного времени
“достаточно присмотреться к некоторым эпизодам российской истории, чтобы увидеть, что это ситуация – когда мы не извлекаем опыта. Когда с нами что-то происходит, а опыта мы не извлекаем, и это бесконечно повторяется. …

Русские, куда бы ни переместились – в качестве казаков на Байкал или на Камчатку, их даже занесло на Аляску и, слава Богу, вовремя продали ее, и она не оказалась сегодня той мерзостью, в которую они ее скорее бы всего превратили, – куда бы они ни переместились, они рабство несли на спинах своих.

Единственная ценность, которую мы ищем во всех проявлениях себя и окружающего, — это живое. Реальная человеческая психология строится на оживлении того, что мертво. Мы оживляем мертвые слова, мертвыежесты, мертвые конвенции. Единственное наше трепетное, то есть волнующее нас отношение ко всему этому в действительности сводится к тому, что за всеми симуляторами и привидениями, за вещами — мы ищемизнь. И себя как живущего. Ибо ощущать себя живым совсем не просто.”
Merab Mamardashvili
“როცა ვიწყებთ ლაპარაკს იმაზე, რაც ჩვენს გარშემო ყველას ეკუთვნის, - გარკვეულ სოციალურ ნივთებზე, სოციალურ პრობლემებზე, - ჩვენ ვვარდებით მაგნიტურ ველში, რომლის ხაზები უკვე გარკვეულად დაწყობილია, გარკვეული მიმართულება აქვს და როგორც კი ამ მაგნიტურ ველში რაიმე მდგომარეობას დავიკავებთ, ის მაშინვე რაღაც მიმართულებით გაგვაქანებს. ბოლოს გამოვდივართ, ვთქვათ, მომხმარებლთა დემონსტრაციაზე ლოზუნგებით: "დამტკიცდეს სწორი საბჭოთა კანონი"; ან წარმოვიდგინოთ ვეტერანების დემონსტრაცია, რომელიც მოითხოვს იმას, რაც მათ "ეკუთვნით". მაგრამ რას ნიშნავს "ეკუთვნით"? შედიხართ მაღაზიაში და თვლით, რომ რაღაც "გეკუთვნით". ამას მოსდევს წუხილი იმაზე, რომ ვიღაცამ რაღაც მოიპარა, რაღაც არასწორად განაწილდა, მოწოდება შეფერხდა და ა.შ. ამაზე ფიქრი თავისთავად გულისხმობს ერთ რამეს - სადღაც, იდეალურ სამყაროში, არსებობს ჩვენი ზომა, ან ჩვენი წილი საქონელი, რომელიც ჩვენ "გვეკუთვნის". მაგრამ არ უნდა დავფიქრდეთ: საიდან, ვინ მოახდინა ეს იდეალური განაწილება? კონკრეტულ განაწილებაში შეცდომაზე ლაპარაკს ხომ მხოლოდ იმ შემთვევაში აქვს აზრი, თუ წინასწარ ვგულისხმობთ, რომ არსებობს ყველაფრის სამართლიანი, იდეალური განაწილება, რომლის მიმართ შეიძლება დაუშვან შეცდომა. საიდან გვაქვს ეს წანამძღვარი? ვინ გვითხრა, რომ ჩვენ საერთოდ რამე "გვეკუთვნის"? თუ გვგონია, რომ გვეკუთვნის, მაშინ გამოდის, რომ ვცხოვრობთ "ხსნის არმიის" ხარჯზე. არსებობს ასეთი საქველმოქმედო ორგანიზაცია - "ხსნის არმია", და ჩვენი სახელმწიფოც, გამოდის, ამგვარი ხსნის არმია ყოფილა. თუ ჩავთვლით, რომ მართლაც ეს არის ჩვენი ცხოვრება, მაშინ ყოველთვის ამ ჯოჯოხეთურ მაგნიტურ ველში ვიტრიალებთ, ყოველთვის გავეკიდებით ჩვენს სამართლიან წილს და ეს უსასრულოდ გაგრძელდება. ფილოსოფიაში ამას უწოდებენ "მანკიერ უსასრულობას".”
Merab Mamardashvili, საუბრები ფილოსოფიაზე
“იმ დროიდან, რაც არსეობს სახარებისეული ათვლის წერტილი, იმ დროიდან, რაც არსებობს მსოფლიო ისტორია, არსებობს ერთი მარტივი კანონზომიერება: რეალური კულტურა და ადამიანური სულიერება არ შეიძლება შემოზღუდული იყოს იმ ეთნიკური მასალით, რომელშიც ისინი ხორციელდებიან. ნებისმიერი სოციალური თუ ნაციონალური ერთობა, რაც უნდა დიდი იყოს იგი, თუნდაც ერთადერთი იყოს, მაინც კერძოობითი იქნება და არა უნივერსალური. აი, სწორედ ეს პიროვნული საწყისები, უნივერსალურზე რომ არიან ”მოჭიდებული”, წარმოადგენენ ნაციონალური თვისებების ნორმალური არსებობისა და სრულფასოვანი, ცოცხალი ფუნქციონირების პირობებს.”
Merab Mamardashvili
“ქრისტე რომ შენამდე დაიბადა, ეს არავითარი გარანტია არ არის იმისა, რომ შენ დღეს ქრისტიანი და კეთილი იქნები. ქრისტე ხელახლა უნდა დაიბადოს შენში. ცნობიერება მარადიული აწმყოა.”
Merab Mamardashvili
“გაგება უნდა მოხდეს, ხოლო რომ მოხდეს, უნდა გაგაჩნდეს სათანადო კაპიტალი, ე.ი. შინაგანი დაჩრდილვისა და ბნელში წამების გამოცდილება <...> ხომ შეიძლება ღმერთი დაიღალოს აბსოლუტურად ბნელი ადამიანის გაშუქებით? აი, მაშინ კი, მაპატიეთ ეს გამოთქმა, ყოფა გეტირებათო. მართლაც, ასე მოხდა: ღმერთი თითქოს დაიღალა ბნელის გაშუქებით. როგორც მე გითხარით, არ შუქდება ის, რაშიც თავის დაჩრდილვა არ მოხდა. უნდა დაჩრდილდე რაღაცის მიმართ და მაშინ ის შეიძლება აზრის საგანი ან აზრიანი შეკითხვის საგანი გახდეს. სხვა შეკითხვები შეიძლება მხოლოდ შეკითხვების იმიტაცია, ტვინის ჭყლეტა იყოს.”
Merab Mamardashvili
“ჩვენი ერის აქტიურმა ნაწილმა ჩაგვითრია ჩვენ, ქართველები, მსოფლიო სოციალისტურ მოძრაობაში, საქართველო მსოფლიო სოციალისტური მოძრაობის ეპიზოდად აქცია; ანექსიამ მოიცვა მთელი ჩვენი საზოგადოებრივი, ეკონომიკური სივრცე და ამის გამო სოციალისტური უტოპიის რეალიზაციის შედეგები მთელი ამ სივრცის მასშტაბებით შეიძლებოდა განვითარებულიყო და გამოჩენილიყო. სხვა ამბავია, რომ ჩვენ არ გაგვაჩნია ეს რუსული ნიჭი, ჩვენი ურთიერთობების ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერ დროს შევქმნათ ჯოჯოხეთი. ჩვენ სხვა წარმოშობის, სხვა მენტალიტეტის ერი ვართ. შეიძლება ითქვას, მსუბუქი ერი. ამის წყალობით ბევრმა დამანგრეველმა სტრუქტურამ, რომელიც სოციალიზმის შედეგია, ვერ იმუშავა ჩვენს მენტალიტეტში და ჩვენს სულიერ ცხოვრებაში, ვერ დაანგრია ჩვენი ხასიათის პიროვნული საწყისი. როდესაც მე ვლაპარაკობ "ტრაგიკულზე", ეს ეროვნული თავისებურებების პიროვნული საწყისია; თუ ხასიათის ეს მყარი საფუძველი დაინგრა, მაშინ ეთნიკურისგანაც არაფერი დარჩება. მაგრამ ბევრი სხვა სტრუქტურა ჩვენი შინაგანი ცხოვრებისა ვერ გადაურჩა სოციალიზმის ზემოქმედებას.”
Merab Mamardashvili
“ჰყავს, ეს [მტერი] არის კომუნისტური საბჭოთა სისტემა. რა თქმა უნდა, მთავარი სიმძიმე ამ მტრული ძალისა არის რუსეთში, მოსკოვში. [პასუხი კითხვაზე ჰყავს თუ არა მტერი საქართველოს?]”
Merab Mamardashvili
“ადამიანი არის "გრძელი" არსება, ანუ ადამიანი თავის თავს დროში სჭედავს; ცხოვრება არის დროში განხორციელებული ძალისხმევა. ძალისხმევა თავი შეიმაგრო ისტორიულ, ადამიანურ წერტილში, რაც უძრავ წერტილს წარმოადგენს მრუდეზე, რომელიც გაგიჟდა.”
Merab Mamardashvili
“ქართულ კულტურაში არის ერთი კოდირებული ელემენტი. მას მხიარულ ტრაგიზმს დავარქმევ. ერი რომელიც სულს ღაფავდა საუკუნეთა მანძილზე ტრაგიკულია, და ტრაგიკულია მისი კულტურაც მაგრამ მასში არსებობს სიხარულის, სიცოცხლის ტალანტი - კულტურის ერთ ერთი უდიდესი მონაპოვარი. სიხარულის ძახილი ჩქეფს ჩვენს სისხლძარღვებში და ეს არის ჩვენი გამოწვევა ბედისწერის მიმართ”
Merab Mamardashvili
“Человек есть усилие быть человеком.”
Merab Mamardashvili

« previous 1 3
All Quotes | Add A Quote