Goodreads helps you follow your favorite authors. Be the first to learn about new releases!
Start by following Levan Gotua.
Showing 1-4 of 4
“- ერისათვის, მთლიან სახელმწიფოსათვის, უმჯობესია ერთ - იქნებ არა საუკეთესო აზრზე და მრწამსზე მოდგეს ყველა ან დიდი უმრავლესობა, ვიდრე მრავალი საუკეთესო აზრი იყოს და ვერც ერთზე ვერ მოდგეს ერი - მთავარი!
- მე კი ჩემებურად, გლეხურად ვიტყვი, მრავალმა ერის აგურობა უნდა გასწიოს, ჩვენში კი ყველას დედაბოძობა სწადს... - ოქროპაპაც აჰყვა საუბარს.”
― გმირთა ვარამი - ტომი 7
- მე კი ჩემებურად, გლეხურად ვიტყვი, მრავალმა ერის აგურობა უნდა გასწიოს, ჩვენში კი ყველას დედაბოძობა სწადს... - ოქროპაპაც აჰყვა საუბარს.”
― გმირთა ვარამი - ტომი 7
“მე და შენ - ძმაო და ბერო! ორივემ ერთად ვგონებ დედამიწის ნახევარი შემოვიარეთ და ნეტავ თუ ვპოვეთ რამე ჩვენი ქვეყნის დარი და გასახარი?! ეჰ, ვინ გვაყენებს თორემ კარგად ვიცით, რომ შიგნით დაკარგულის გარეთ ძებნა სულ ამაოა!..”
―
―
“ასეთია ცხოვრება, მაშა... ამ ბეხრეკი ურემივით მიგორავს ოღროჩოღრო რიყეზე, ხან აღმა და ხან დაღმა. ბოლოს კი სულ ერთად იყრიან თავსა, მოდგებიან გზანი და სავალნი და მისი ავკარგობის ამყოლ-დამყოლნი, დიდ-პატარა, ქალი თუ კაცი, ერი თუ ბერი, მეფე თუ გლეხი... აი, კვალი და ხნული კი რჩება... სიკეთეს თესავ და თავადაც კმაყოფილი ხარ, ბოროტს გესლავ და სამარის კარსიქითაც ჩაგდევს შენი ნაგესლი... სადმე მოგეკითხება... სიტკბო და სიმწარე, როგორც დღე და ღამემ ბარიბარშია, აი, სიკეთე და ბოროტება კი კაცობაზეა! ავი სჯობნის იქნება, მაგრამ სიკეთე უკვდავია!”
―
―
“წუთისოფლის ერთი-ორი დღისთვის მზად არიან დასთმონ, დაგმონ ღმერთი და ხატი,ადამიანობა და სამშობლო, მაღალმიზანი და სიყვარული, პატიოსნება. ოღონდ იცოცხლონ და იცხოვრონ,წვირიანი პირსახოცივით ათრიონ თავის გამოფიტული სული და სხეული... ისუნთქონ თავისივე მოწამლული ჰაერით და ჭამონ თავისივე შებილწული, არამი პური..”
―
―





