გვანცა მეგუთნიშვილი > გვანცა's Quotes

Showing 1-30 of 32
« previous 1
sort by

  • #1
    Salman Rushdie
    “ორი სპარსი მხატვრის ზედამხედველობის ქვეშ ჩარჩო ფრთხილად მოაცილეს ფურცელს, რომელზეც ნახატი იყო შესრულებული და როცა მისი დამალული ნაწილი დამსწრეთათვის ხილული გახდა, მათ გაოცების ყვირილი აღმოხდათ - იქ პატარა გომბეშოსავით მობუზული, მკლავქვეშ გამოჩრილი ნახატების დიდი შეკვრით, იდგა დეშვანტი, დიდი მხატვარი, კედლის სატირული ნახატების ავტორი, მეფის ტახტრევნის მზიდავის ვაჟიშვილი და "ყარა ყიოზ ნამეს" ქურდი. დეშვანტი, რომელიც მისთვის ერთადერთ რეალობად ქცეულ სამყაროში გაიქცა - იმ სამყაროში, რომლშიც გაუჩინარებული პრინცესა ცხოვრობდა. მხატვარმა თვითონ შექმნა ეს სამყარო და ამ სამყარომ ის მიიღო. მან ლამის შეუძლებელი აქტი განახორციელა - სრულიად საწინააღმდეგო იმპერატორის ნამოქმედარისა, როცა მან თავისი ოცნების შეყვარებულს სიცოცხლე შთაბერა: საკუთარი ფანტაზიის ნაყოფის გაცოცხლების ნაცვლად, სიყვარულით შთაგონებული დეშვანტი თვით იქცა წარმოსახვით არსებად. აკბარი მიხვდა: თუ რეალობასა და წარმოსახვას შორის ზღვარი ერთი მიმართულებით შეიძლება გადაიკვეთოს, ის ასევე შეიძლება გადაიკვეთოს მეორე მხრიდანაც - მეოცნებე თავისივე ოცნებად იქცეს.”
    Salman Rushdie, The Enchantress of Florence

  • #2
    Salman Rushdie
    “მოხეტიალე კაცი, ჩვეულებრივ მარტოობისთვისაა განწირული. ის ყველგან უცხოა, სადაც უნდა ჩავიდეს და მხოლოდ ნებისყოფის ძალით ახერხებს განაგრძოს არსებობა. თქვენი აზრით, რამდენი ხანი იქნება მას შემდეგ, რაც ქალმა უკანასკნელად უთხრა, რომ მისთვის ძვირფასი და ერთადერთია? როდის აგრძნობინეს ბოლოს ზრუნვა, სიყვარული, როდის მოისმინა ბოლოს გამამხნევებელი სიტყვები? როცა კაცს მთელ სამყაროში ერთი მონათესავე სულიც არ ჰყავს, მასში თანდათან რაღაც კვდომას იწყებს. ოპტიმიზმი კლებულობს, ჩვენო ბრძენთაბრძენო ბირბალ, და კაცის ძალა და ენერგიაც ამოუწურავი არ არის, ჩვენო შორსმხედველო აბულ ფაზლ. ყოველ კაცს დღისით მეგობრები სჭირდება გვერდით, კაცები, რომელთაც ენდობა, ღამით კი, საყვარელი ქალი, რომლის მკლავებში ყველაფერი დაავიწყდება. როგორც ჩანს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოგორს ერთიც აკლდა და მეორეც. როცა პირველად ვნახეთ, სინათლე მასში ლამის ჩამქრალი იყო, ახლა კი ყოველდღიურად სულ უფრო კაშკაშა ხდება, ნაწილობრივ ჩვენი და ნაწილობრივ პატარა ჩხინკორას წყალობით. შეიძლება ქალი ასე უნარჩუნებს მას სიცოცხლეს.”
    Salman Rushdie, The Enchantress of Florence

  • #3
    Salman Rushdie
    “ბავშვობა იყო იმაზე ფიქრი, თითქოს ვიღაცამ მეტი იცოდა შენ შესახებ, ვიდრე თვითონ შენ და ამიტომ ჯობდა, შენი ბედი მისთვის მიგენდო. ღმერთს სწორედ იმას საყვედურობდა, რომ მისდამი რწმენა ადამიანს საკუთარი თავის, როგორც პიროვნების ჩამოყალიბების საშუალებას ართმევს.”
    Salman Rushdie, The Enchantress of Florence

  • #4
    Salman Rushdie
    “თვით იმპერატორიც ფანტაზიებით ცხოვრობდა. მის სასახლეში დედოფლები მოჩვენებებივით ლივლივებდნენ, რაჯპუთელი და თურქი სულთნები დაჭერობანას თამაშით ერთობოდნენ. სამეფო ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, როგორც რეალური პიროვნება, არც არსებობდა. ის იმპერატორის წარმოსახვით შექმნილი საყვარელი ცოლი იყო, რომელიც მან ისევე გამოიგონა, როგორც მარტოდ დარჩენილი ბავშვები იგონებენ ხოლმე მეგობრებს და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რეალური, თუმც კი უჩუმრად მოლივლივე ცოლი ჰყავდა, იმპერატორის აზრით, ნამდვილი დედოფლები ფანტომები იყვნენ, არარსებული საყვარელი კი - რეალური. სახელიც კი დაარქვა მას - ჯოდჰა - და ვერავინ ბედავდა ქალის არსებობა ეჭქვეშ დაეყენებინა.
    ..სურდა თუ არა, კვლავ დ კვლავ აღელვებდა კითხვა, რამდენად დამოუკიდებელი იყო მისი არსებობა (თუ კი ის საერთოდ არსებობდა). თუკი ღმერთი თავის მიერვე შექმნილ ადამიანს ზურგს შეაქცევს, ადამიანი უბრალოდ არსებობას შეწყვეტს? ძალიან რთული შეკითხვა იყო, შეიძლება ითქვას გლობალური, მაგრამ ჯოდჰას უფრო თავისი მდგომარეობა აწუხებდა. მაგალითად, ჰქონდა თუ არა მას თავისუფლება, თუ მთლიანად დამოკიდებული იყო იმ კაცის ნებაზე, რომელმაც ის არსებობაში გამოიხმო? მხოლოდ იმიტომ ხომ არ არსებობს, რომ მის შემქმნელს არ სურს ეჭვი შეიტანოს მისი არსებობის შესაძლებლობაში? განაგრძობდა თუ არა ის სიცოცხლეს იმ შემთხვევაში, თუ იმპერატორი მოკვდებოდა?”
    Salman Rushdie, The Enchantress of Florence

  • #5
    José Saramago
    “ყველას კარგად მოგეხსენებათ, თუ რა ბევრს ნიშნავს, როცა იგრძნობ, რომ ამქვეყნად მხოლოდ საკუთარი თავისა და ბრალის გარდა რამე სხვაც არის, როცა გვერდით ადამიანი გყავს, ამ შენი ბრალის შესახებ რომ იცის, ოღონდაც თავს კი არ იკატუნებს, აქაოდა, უპატიებელი გაპატიეო, თუნდაც რომ მისი ნებისა იყოს ეს პატიება, არამედ არ გეთვალთმაქცება - როცა საჭიროა, გლანძღავს, როცა საჭიროა, გაქებს, ანუ იმ სამართლიანობას გიზღავს, რომელსაც იმ ჩვენი ბრალის ოკეანით გარემოცული ჩვენივე უმანკოების კუნძული იმსახურებს.”
    José Saramago, The Gospel According to Jesus Christ

  • #6
    José Saramago
    “ღმერთი კვლავ დუმდა, ხოლო ნისლიდან ხმა მოისმა: ეგება ეს ღმერთი და ის მეორე, მისი მეტოქე რომ გახდება, - უბრალოდ ჰეტერონიმები არიან. და ვინ ან რაა, ვის ჰეტერონიმებადაც ეს ღმერთები მოიაზრებიან? - ცნობისწადილით დასვა შეკითხვა მეორე ხმამ. პესოა, უპასუხა პირველმა ხმამ და სიტყვა ნისლისგან სახეცვლილი, ისე გაისმა, როგორც პერსონა. იესომ, ღმერთმა და ეშმაკმა ჯერ თავი მოიკატუნეს, აქაოდა, არაფერი გაგვიგონიაო, მაგრამ წამსვე შეშინებულებმა გადახედეს ერთმანეთს, რამეთუ შიშს ასეთი თვისება აქვს - აახლოებს და აერთიანებს.”
    José Saramago, The Gospel According to Jesus Christ

  • #7
    John Steinbeck
    “- წითელკაბიანი გოგო დაინახა. უტვინო ნაბიჭვარია, უნდა, რომ ყველაფერს შეეხოს, რაც მოსწონს. ჰოდა, წითელ კაბას ხელი წაატანა, გოგომ გამკინავი ხმით ყვირილი მორთო. ლენის გონება აერია და გოგოს ჩაეჭიდა, ეს ერთადერთია, რისი მოფიქრებაც შეუძლია. გოგონა კი გაუთავებლად ყვიროდა. მე შორიახლოს ვიყავი და ყვირილზე გამოვიქეცი. ლენი უკვე სულ მთლად დაბნეული იყო და გოგონას ხელს არ უშვებდა. ღობის სარს დავავლე ხელი და თავში ჩავარტყი, რომ მეიძულებინა ხელი გაეშვა. ისე ჰქონდა გონება არეული, კაბას არ ეშვებოდა, ეს წყეული კი შენც იცი რა ძლიერია.
    სლიმი მშვიდად უყურებდა, თვალებსაც არ ახამხამებდა.
    - მერე რა მოხდა? - დინჯად ჩაეკითხა.
    ჯორჯმა პასიანსის კარტები გულდასმით ჩაამწკრივა.
    - გოგო სასამართლოში გაიქცა და მოახსენა, რომ მასზე ძალა იხმარეს. უიდის კაცები დაირაზმნენ და გადაწყვიტეს ლენი დაეჭირათ და ლინჩის წესით გაესამართლებინათ, ჩვენ კი მთელი დარჩენილი დღე სარწყავ არხში, წყალში მყოფებმა გავატარეთ. მხოლოდ თავები გვქონდა წყლიდან ამოყოფილი. ღამით კი იქიდან მოვუსვით.
    სლიმი ცოტა ხანს უხმოდ უყურებდა.
    - გოგოსთვის არაფერი დაუშვებია, ჰო? - იკითხა, ბოლოს და ბოლოს.
    - ჯანდაბა, არა! უბრალოდ შეაშინა. მეც კი შემეშინდებოდა, ასე რომ დავეჭირე. მაგრამ არასდროს არაფერს დაუშავებდა. უბრალოდ უნდოდა იმ წითელ კაბას შეხებოდა, ზუსტად ისე, როგორც იმ ლეკვებს ეფერება.”
    John Steinbeck, Of Mice and Men

  • #8
    Italo Calvino
    “აქედან წასული, ექვსი დღისა და შვიდი ღამის შემდეგ ჩადიხარ ზობედიაში, მთვარით განათებულ თეთრ ქალაქში. ქუჩები ისეა დახვეული, როგორც ძაფი გორგალში. მის დაარსებაზე ასე ჰყვებიან: სხვადასხვა ეროვნების კაცებმა ერთი და იგივე სიზმარი ნახეს - ვიღაც უცხო ქალი ღამით უცხო ქალაქის ქუჩებში მირბოდა. ქალი ზურგიდან დაინახეს, გრძელი თმა გაეშალა, შიშველი იყო. ესიზმრათ, თითქოს ქალს უკან გაედევნენ, მაგრამ ბოლოს მაინც დაკარგეს. ზმანების შემდეგ ის ქალაქი ბევრი ეძებეს. ქალაქი ვერა, მაგრამ ერთმანეთი კი იპოვეს. გადაწყვიტეს, სიზმარში ნანახის მსგავსი ქალაქი აეგოთ. ქუჩები თითოეულმა ისე გაიყვანა, როგორც სიზმარში ქალის დევნისას ენახა. იმ ადგილას, სადაც ქალის კვალი დაიკარგა, კედლები ისე დაგეგმეს, ქალი ვეღარსად გაქცეულიყო.”
    Italo Calvino, Invisible Cities

  • #9
    Yann Martel
    “I must say a word about fear. It is life's only true opponent. Only fear can defeat life. It is a clever, treacherous adversary, how well I know. It has no decency, respects no law or convention, shows no mercy. It goes for your weakest spot, which it finds with unnerving ease. It begins in your mind, always ... so you must fight hard to express it. You must fight hard to shine the light of words upon it. Because if you don't, if your fear becomes a wordless darkness that you avoid, perhaps even manage to forget, you open yourself to further attacks of fear because you never truly fought the opponent who defeated you.”
    Yann Martel, Life of Pi

  • #10
    Arundhati Roy
    “ესტასთვის რომ მოგესმინა, ავტობუსში თუ დავიბადებოდით, მთელი ცხოვრება ავტობუსით უფასოდ მგზავრობის უფლება გვექნებოდაო. ეს ვინ უთხრა ან ასეთი ინფორმაცია სად მოიძია, კაცმა არ იცის, მაგრამ ტყუპები დიდხანს ბრაზობდნენ მშობლებზე, ასეთი პრივილეგია რომ დააკარგვინეს.
    იმისაც დიდხანს სწამდათ, რომ დაზოლილ გადასასვლელზე - „ზებრაზე“ - თუ დაეჯახებოდათ მანქანა, მათი დაკრძალვის ყველა ხარჯს სახელმწიფო გაიღებდა. ეტყობა ეგონათ, რომ „ზებრები“ სწორედ ამიტომ იყო დახაზული - უფასო დაკრძალვების უზრუნველსაყოფად.”
    Arundhati Roy, The God of Small Things

  • #11
    John Banville
    “ბავშვობაში ბედნიერება სულ სხვა რამეა. მეტწილად უბრალოდ აგროვებ ახალ გრძნობებს, შეგრძნებებს თუ გამოცდილებას და მერე იმ პრიალა მოზაიკასავით აწყობ, ერთ მშვენიერ დღეს შენივე საკუთარ, უკვე დასრულებულ მე-დ რომ დალაგდება.”
    John Banville, The Sea

  • #12
    John Banville
    “თითი უნებურად ტუჩებზე მოვისვი, იმ ტუჩებზე ცოტა ხნის წინ მას რომ კოცნიდნენ. ეტყობა, ველოდი რაღაც ჯადოს წყალობით, ტუჩებიც უნდა შეცვლილიყვნენ, თუნდაც სულ ოდნავ, სხვებისთვის თითქმის შეუმჩნევლად. საერთოდ, მეგონა ყველაფერი შიეცვლებოდა ზუსტად ისევე, როგორც თავად ის დღე გადასხვაფერდა.”
    John Banville, The Sea

  • #13
    John Banville
    “მე მხოლოდ მიწიერი თვითგამოხატვის წამს ველი. სწორედ ასეა: მთლიანად, ერთიანად გამოვხატავ საკუთარ თავს და გავთავისუფლდები როგორც საბოლოო, სამადლობელი სიტყვის მთქმელი. მოკლედ ამოვითქმები.”
    John Banville, The Sea

  • #14
    Arundhati Roy
    “– დღის კოშმარი გესიზმრებოდა, – უთხრა რაჰელმა.
    – კოშმარი კი არა, სიზმარი იყო, – მიუგო ამუმ.
    – ესტას ეგონა, რომ კვდებოდი.
    – ისეთი სევდიანი იყავი, რომ...… – თავი იმართლა ესტამ.
    – ძალიან ბედნიერი ვიყავი, – თქვა ამუმ და მიხვდა, რომ მართლაც ასე იყო.
    – ამუ, როდესაც ადამიანს ბედნიერება ესიზმრება, ეგ ითვლება? – ჰკითხა ესტამ.
    – რა ითვლება?
    – აი, ეგ სიზმრად ნანახი ბედნიერება.
    ამუ მშვენივრად მიხვდა, რას გულისხმობდა მისი ქოჩორწამხდარი ვაჟი.
    იმიტომ, რომ სინამდვილეში მხოლოდ ის ითვლება, რაც ჩასათვლელია.
    მარტივი, სრულიად მყარი ბავშვური სიბრძნე.
    ძილში თუ თევზი ჭამე, ითვლება? იმას ნიშნავს, რომ თევზი მართლაც შეჭამე?
    სიზმრის ხალისიანი კაცი, რომელმაც ნაკვალევი არ დატოვა, ითვლებოდა, თუ არ ითვლებოდა?”
    Arundhati Roy, The God of Small Things

  • #15
    D.B.C. Pierre
    “- ზოგჯერ საზოგადოებრივ აზრს უფრო მეტი გავლენა აქვს, ვიდრე შენ გგონია. ხალხს სამართლიანობის ზეიმის დანახვა სწყურია და მაგის არდანახვა არ შეიძლება. ჰოდა, მეც გეუბნები: მიეცი ხალხს ის, რაც სწყურია და რასაც მოელის.
    - მერე, მე რო მართლა არაფერი არ დამიშვებია?
    - ნწ, ეგ ჯერჯერობით არავინ არ იცის. ადამიანები დასკვნებს ხან ფაქტების საფუძველზე აკეთბენ, ხანაც - ფაქტების არარსებობის მიუხედავად. შენ თუ შენი სოროდან არ გამოძვერი და მაგათ შენი საკუთარი პარადიგმა არ მოუხაზე, შენ მაგივრად სხვა მოუხაზავს და მაშინ შენც მოგეხაზება.
    - ვერ გავიგე, რა უნდა მოვხაზო?
    - პა-რა-დიგ-მა. პარადიგმული გადატანა არასოდეს არ გაგიგია? აჰა, მაგალითი: ხედავ კაცს, რომელიც ბებიასენს ხელს ტრაკში უყოფს. რას იფიქრებ?
    - მე მაგის დედა...
    - ვერც ვერავინ გაგამტყუნებს, მართალი ხარ. მაგრამ მერე იგებ, რო თურმე ბებოს ტრაკში რაღაცა შხამიანი ხოჭო შეძრომია და იმ ღვთისნიერ კაცს თავისი ზიზღიანობა დავიწყებია და ბებიაშენი გადაურჩენია. ეხლა რაღას იტყვი?
    - გმირი ყოფილა.
    ამას ეგრევე ეტყობა, რო ბებიაჩემი არ უნახავს.
    - აი, ზუსტად ეგ არის პარადიგმული გადატანა. ქმედება არ შეცვლილა, შეიცვალა ინფორმაცია, რომელმაც მომხდარი სულ სხვა კუთხით დაგანახვა. ცოტა ხნის წინ მზად იყავი ტიპი მიგეთეთქვა, ეხლა კი გინდა მიხვიდე და ხელი ჩამოართვა.
    - არა, არ მინდა.
    - გადატანითი მნიშვნელობით გეუბნები, შე პატარა ვირისთავო, შენა, - იცინის და მუცელში მუშტს ისე მაზელს, რო ნეკნები შესამოწმებელი მიხდება, - ტელევიზორიდან ფაქტები შავ და თეთრ ფერებში აღიქმება, მაგრამ ყველაფერი ეგრე მარტივად რო დალაგდეს, მაგისთვის პროფესიონალების მთელ გუნდს ნაცრისფერი გორების ქექვა უხდება. საკუთარი თავის მიწოდება უნდა შეგეძლოს. იცი, დღეს ვინ ზის ციხეებში? ზუსტად ის ხალხი, ვინც თავისი თავის მიწოდება ვერ მოახერხა.”
    D.B.C. Pierre, Vernon God Little

  • #16
    Weiwei Ai
    “I was in jail 81 days, but after 20 days my brain became completely empty; you need information to stay alive. When there’s no information you’re already dead. It’s a very, very strong test – I think more severe than any physical punishment.
    All I wanted was a dictionary, even the simplest one.”
    Ai Weiwei, Ai Weiwei

  • #17
    Arundhati Roy
    “***SPOILER***

    სწორედ იმ არქიტექტურულ კოლეჯში სწავლისას გადაეყარა ლარი მაკ-კასლინს, რომელიც დელიში მასალებს აგროვებდა თავისი სადოქტორო დისერტაციისათვის „ადგილობრივი არქიტექტურის ენერგეტიკული ეფექტურობა“.
    რაჰელი პირველად კოლეჯის ბიბლიოთეკაში შენიშნა, მეორედაც – „ხან-მარკეტში“. ლურჯი ჯინსი და თეთრი მაისური ეცვა, მხრებზე კი ძველი, ჭრელი ნაკუწებისაგან შეკერილი გადასაფარებლის ფრაგმენტი მოეგდო, რომელიც ყელთან ღილით იკვრებოდა და უკან მოსასხამივით დასთრევდა. გრუზა თმა საგულდაგულოდ შეეკრა, ეგებ სწორი გამომიჩნდესო, მაგრამ არ უჩანდა. ერთ ნესტოზე ციცქნა ბრილიანტი უბრწყინავდა. უღმერთოდ ლამაზი ლავიწის ძვლები და სასიამოვნო, სპორტული ნაბიჯი ჰქონდა.
    ნამდვილი ჯაზი ეს არისო, გაიფიქრა ლარი მაკ-კასლინმა და წიგნების მაღაზიაში ფეხდაფეხ შეჰყვა, თუმცა წიგნები არც ერთს არ დაუთვალიერებია.
    ხელი რომ სთხოვა, რაჰელს ისე გაუხარდა, დაღლილ ­მგზავრს რომ გაუხარდება აეროპორტის მოსაცდელში ვაკანტური სკამის დანახვა – არიქა! მგონია, დაჯდომა მეღირსებაო. და ლარი მაკ-კასლინს ბოსტონში გაჰყვა.
    როდესაც მაღალი ლარი ცოლს ეხვეოდა, რაჰელი ლოყით მკერდზე ეკვროდა და ქმარი მხოლოდ მის კინკრიხოს ხედავდა, მის გაბურძგნილ გიშრისფერ თმას. ქალს ტუჩის კუთხეში თითს რომ მიადებდა, სუსტ პულსაციას გრძნობდა. სიგიჟემდე მოსწონდა, პულსაცია სწორედ ტუჩის კუთხეში რომ ჰქონდა; მისი ნაზი კანის ქვეშ ეს სუსტი და გაუბედავი ფეთქვა გონებას უმღვრევდა. ხელს შეახებდა და გაფართოებული თვალებით აყურადებდა – ზუსტად ისე, სულგანაბული მამა რომ აყურადებს ხოლმე მუცლად მყოფი შვილის მოძრაობას.
    გულში ისე იხუტებდა, როგორც საჩუქარს, როგორც სიყვარულით მირთმეულ განძს. როგორც პატარა, ჩუმსა და სათუთ არსებას, გაუსაძლისად ძვირფასს.”
    Arundhati Roy, The God of Small Things

  • #18
    John Steinbeck
    “- როგორ გავიგო შენი ამბავი? - ჰკითხა დედამ შემდეგ. - იქნებ მოგკლან, არაფერი მეცოდინება. იქნებ დაგასახიჩრონ. როგორ გავიგებ?
    ტომს უმწეოდ გაეცინა.
    - შეიძლება, როგორც კეისი ამბობს, ადამიანს არა აქვს საკუთარი სული, აქვს მხოლოდ დიდი სულის ნაწილი... და მაშინ...
    - მაშინ რა, ტომ?
    - მაშინ სულ ერთია. მაშინ სიბნელეშიაც მომნახავ. მე ყველგან ვიქნები... ყველგან, საითაც გაიხედავ. სადაც მშიერი ადამიანები საჭმლისთვის ბრძოლას დაიწყებენ... მეც იქ ვიქნები. სადაც პოლიციელი ხელკეტს აღმართავს... მეც იქ ვიქნები. თუ კეისი სწორს ამბობდა, ჰო, მეც იმ ადამიანთა გვერდით ვიქნები, რომლებიც მოთმინებიდან გამოვლენ და ხმას აუმაღლებენ... და როცა ბავშვებს მოშივდებათ, მაგრამ ეცოდინებათ, რომ ვახშამი მზადდება, მათთან ერთად ვიცინებ მეც. როცა ჩვენი ხალხის თავისი ხელით მოყვანილ სარჩოს შეექცევა და თავისი ხელით აშენებულ სახლებში იცხოვრებს... ჰო, იქ ვიქნები მეც. გაიგე? ღმერთო, უკვე კეისივით ვლაყბობ. ასე გამოდის, რადგან ძალიან ბევრს ვფიქრობ იმაზე. ზოგჯერ თითქოს თვალწინ მიდგას.
    - ვერ გავიგე, - უპასუხა დედამ. - ნამდვილად არ მესმის.
    - არც მე მესმის, თქვა ტომმა. - თავში კი სულ ამნაირი აზრები მიტრიალებს. ადამიანს ბევრი ფიქრი აწუხებს, როცა ასე მარტოდ უხდება ყოფნა.”
    John Steinbeck, The Grapes of Wrath

  • #19
    Michel Houellebecq
    “მართა და მარტინი ორმოცდასამი წლის წინ შეიყარნენ. ქორწინებისას ორივე ოცდასამი წლის იყო, ასე რომ, ახლა სამოცდაოთხს უკაკუნებენ. პენსიაზე არიან, ან სადაცაა გავლენ. ასე ითხოვს საზოგადოებრივი წესი და რიგი. როგორც ამბობენ, სიამტკბილობაში დალევენ სულს. სწორედ ასე იქმნება საზოგადოებრივი კავშირ-ურთიერთობის გარეშე არსებული ერთიანობა, სახელად "წყვილი", რომელიც ბევრ შემთხვევაში ინდივიდუალიზმზე მაღლა დგას. ჩემი აზრით, უპრიანი იქნება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ შევეცადოთ, დავაზუსტოთ სიყვარულის არსი.”
    Michel Houellebecq, Whatever

  • #20
    Michel Houellebecq
    “26 მაისს კლინიკა დავტოვე. მახსოვს, მზიანი დარი იდგა, ცხელოდა, ქუჩებში თავისუფლების სიო ქროდა. აუტანელი იყო.
    მეც 26 მაისს ჩავისახე, ნაშუადღევს. წყვილის შეყრა სასტუმრო ოთახში მოხდა, ფსევდო-პაკისტანურ ხალიჩაზე. როცა მამაჩემი დედაჩემს უკნიდან მიაჯდა, დედაჩემს სწორედ მაშინ მოუნდა ხელი გაეწვდინა და კვერცხებზე მიფერებოდა, ჰოდა თესლმაც იფეთქა. დედაჩემმა კი ისიამოვნა, მაგრამ ორგაზმისა, რა მოგახსენოთ.. მოგვიანებით, ცივად მოხარშულ ქათამს მოუთავეს ხელი. ეს ყველაფერი ოცდაცამეტი წლის წინ მოხდა. მაშინ კიდევ შეიძლებოდა გემრიელი ქათმის ყიდვა.”
    Michel Houellebecq, Whatever

  • #21
    José Saramago
    “ცოდვა და ეშმაკი ერთი და იმავე არსების ორი სხვადასხვა სახელია. რა არსების? ჰკითხა იესომ. უჩემობის. მერე რად არ ხარ - შენ შორდები ადამიანს თუ ის გშორდება? მე არასდროს არ ვშორდები. აბა, როდესაც გშორდებიან ეგუები? თუ მშორდებიან ეს ნიშნავს, რომ დამეძებენ. აჰა, და თუკი ვერ გპოულობენ, ეშმაკს ბრალდება? არა, ეშმაკის ბრალი არ არის, არამედ ჩემი - თავის დროზე არ აღმოვჩნი იქ, სადაც მეძებდნენ - და ეს სიტყვები მოულოდნელად იმანირი სევდითა და სიმწრით წარმოთქვა, თითქოს უეცრად საკუთარი ძალმოსილების საზღვრები აღმოაჩინაო.”
    José Saramago, The Gospel According to Jesus Christ

  • #22
    Irvine Welsh
    “Choose a life. Choose a job. Choose a career. Choose a family. Choose a fucking big television. Choose washing machines, cars, compact disc players and electrical tin openers... Choose DSY and wondering who the fuck you are on a Sunday morning. Choose sitting on that couch watching mind-numbing, spirit crushing game shows, stucking junk food into your mouth. Choose rotting away in the end of it all, pishing your last in a miserable home, nothing more than an embarrassment to the selfish, fucked up brats you spawned to replace yourself, choose your future. Choose life... But why would I want to do a thing like that?”
    Irvine Welsh, Trainspotting

  • #23
    Alan W. Watts
    “ფონის გარჩევას თუ ისწავლით, იგივეს აღმოაჩენთ, რასაც - მუსიკაში. ბგერებს შორის ინტერვალების გამოა, მელოდია რომ გვესმის. ინტერვალებს რომ ვერ აღვიქვამდეთ, რიტმი გამოგრჩებოდათ და ნოტები ერთი და იმავე ხმის ვარიაციებად იქცეოდნენ. მელოდია რომ მოისმინოთ, ნოტებს შორის ინტერვალი უნდა გესმოდეთ. მსგავსად ამისა, უნდა შეძლოთ ადამიანებს შორის არსებული ინტერვალი დაინახოთ - ის, რაც არ გამოითქმის და რაც შინაგანია. მაშინ დაიწყებთ ერთმანეთთან შეკავშირებას.”
    Alan W. Watts, Eastern Wisdom, Modern Life: Collected Talks 1960-1969

  • #24
    Hilary Mantel
    “You're only young once, they say, but doesn't it go on for a long time? More years than you can bear.”
    Hilary Mantel, An Experiment in Love

  • #25
    Alan W. Watts
    “დასავლელი ადამიანის პრობლემა სხვა ადამიანთან ბრძოლა ან ბუნებრივი რესურსებისთვის ბრძოლა კი არა, საკუთარ გრძნობებთან ჭიდილია - იმაზე დარდია, რის ნებას მისცემს ან რას აუკრძალავს საკუთარ თავს...ასეთი რეპრესიების შედეგად, ის ჭკუიდან იშლება. სინამდვილეში სწორედ მაშინ ვერ ვაკონტროლებთ თავს, როდესაც არ ვიღებთ საკუთარ გრძნობებს, როცა ვთვალთმაქცობთ, თითქოს ჩვენი შინაგანი ცხოვრება განსხვავდებოდეს იმისგან, რაც სინამდვილეშია.
    ყველაზე მეტად შვებისმომგვრელი შეიძლება ის იყოს, რომ გრძნობები არასოდეს გვატყუებენ. რა თქმა უნდა შესაძლოა, მათ არასწორ ქმედებებამდეც მიგვიყვანონ...საკუთარ თავთან დაბრუნებული ადამიანი არ უარყოფს გრძნობებს. ეს მათი კონტროლის ერთადერთი გზაა.
    მეზღვაური ყოველთვის ენდობა ქარს. სულერთია, მისი მიმართულებით სურს ცურვა ტუ მის საწინააღმდეგოდ. ის ყოველთვის იყენებს ქარს. მეზღვაური არასდროს უარყოფს ქარს.
    ადამიანმა არ უნდა გაწყვიტოს კავშირი საკუთარ გრძნობებთან, განურჩევლად იმისა, მათ შესაბამისად მოქმედებს, თუ საპირისპიროდ. ადამიანი, რომელიც საკუთარ გრძნობებს ივიწყებს, კარგავს თავის თავს და ცარიელ ნიღაბს ემსგავსება, რომლის მიღმაც არაფერია. მისი პირით სიყვარულისა და კეთილშობილების ქადაგება კი სიყალბედ იქცევა.”
    Alan W. Watts, Eastern Wisdom, Modern Life: Collected Talks 1960-1969

  • #26
    Knut Hamsun
    “-სამი რამ მიყვარს. მიყვარს სიზმარი სიყვარულზე, ოდესღაც რომ მესიზმრა, მიყვარხარ შენ და მიყვარს მიწის ეს ნაგლეჯი.
    -და რა გიყვარს ყველაზე მეტად?
    -სიზმარი.”
    Knut Hamsun, Pan

  • #27
    John Fowles
    “Even the simplest knowledge of the names and habits of flowers or trees starts this distinguishing or individuating process, and removes us a step from total reality towards anthropocentrism.”
    John Fowles, The Tree

  • #28
    Jeff Lemire
    “It's amazing how our brains can create all kinds of ways of avoiding the truth. Especially when there's something you just don't want to face about yourself, or someone you love. We never get tired of running from ourselves. Never get tired of making excuses.”
    Jeff Lemire, The Underwater Welder

  • #29
    John Muir
    “The clearest way into the Universe is through a forest wilderness.”
    John Muir

  • #30
    Sylvia Plath
    “I felt my lungs inflate with the onrush of scenery—air, mountains, trees, people. I thought, "This is what it is to be happy.”
    Sylvia Plath, The Bell Jar



Rss
« previous 1