უეცრად აღმოვაჩინე, რომ "მორიდებული ზურმუხტი" არ წამიკითხავს. გამომრჩა, მიმავიწყდა, ვიყიდე და თაროზე შემოვდე, რა ვიცი, ფაქტია, არ წამიკითხავს და რაოდენ დიდი იყო ჩემი სიხარული, როცა აგვისტოში აკას "ახალი" წიგნი ჩამივარდა ხელში :)
მშვენიერი რამეა თავისი ფოთებით, ფეთებით, თვალთა შემოფეთებით, პოლიტიკურ-ფანტასმაგორიული ამბებით და უმთავრესად, აკას ნახევარსიტყვიანი, უხერხული დიალოგებით სიყვარულზე.
— Sep 09, 2021 03:26AM
Add a comment