Maia > Maia's Quotes

Showing 1-16 of 16
sort by

  • #1
    José Saramago
    “ცოდვა და ეშმაკი ერთი და იმავე არსების ორი სხვადასხვა სახელია. რა არსების? ჰკითხა იესომ. უჩემობის. მერე რად არ ხარ - შენ შორდები ადამიანს თუ ის გშორდება? მე არასდროს არ ვშორდები. აბა, როდესაც გშორდებიან ეგუები? თუ მშორდებიან ეს ნიშნავს, რომ დამეძებენ. აჰა, და თუკი ვერ გპოულობენ, ეშმაკს ბრალდება? არა, ეშმაკის ბრალი არ არის, არამედ ჩემი - თავის დროზე არ აღმოვჩნი იქ, სადაც მეძებდნენ - და ეს სიტყვები მოულოდნელად იმანირი სევდითა და სიმწრით წარმოთქვა, თითქოს უეცრად საკუთარი ძალმოსილების საზღვრები აღმოაჩინაო.”
    José Saramago, The Gospel According to Jesus Christ

  • #2
    José Saramago
    “ღმერთი კვლავ დუმდა, ხოლო ნისლიდან ხმა მოისმა: ეგება ეს ღმერთი და ის მეორე, მისი მეტოქე რომ გახდება, - უბრალოდ ჰეტერონიმები არიან. და ვინ ან რაა, ვის ჰეტერონიმებადაც ეს ღმერთები მოიაზრებიან? - ცნობისწადილით დასვა შეკითხვა მეორე ხმამ. პესოა, უპასუხა პირველმა ხმამ და სიტყვა ნისლისგან სახეცვლილი, ისე გაისმა, როგორც პერსონა. იესომ, ღმერთმა და ეშმაკმა ჯერ თავი მოიკატუნეს, აქაოდა, არაფერი გაგვიგონიაო, მაგრამ წამსვე შეშინებულებმა გადახედეს ერთმანეთს, რამეთუ შიშს ასეთი თვისება აქვს - აახლოებს და აერთიანებს.”
    José Saramago, The Gospel According to Jesus Christ

  • #3
    Beka Adamashvili
    “წინასიტყვაობათა უმეტესობა ისეთივე გრძელია ხოლმე,როგორც ოცდაერთი დეკემბრის ღამე,ისეთივე სავალდებულო,როგოც ბანკეტებზე ერტმანეთისათვის კომპლიმენტების თქმა და ისეთივე მოსაწყენი,როგორც ტელევიზიების შუაღამის ეთერი”
    Beka Adamashvili, ბესტსელერი

  • #4
    Alan W. Watts
    “ფონის გარჩევას თუ ისწავლით, იგივეს აღმოაჩენთ, რასაც - მუსიკაში. ბგერებს შორის ინტერვალების გამოა, მელოდია რომ გვესმის. ინტერვალებს რომ ვერ აღვიქვამდეთ, რიტმი გამოგრჩებოდათ და ნოტები ერთი და იმავე ხმის ვარიაციებად იქცეოდნენ. მელოდია რომ მოისმინოთ, ნოტებს შორის ინტერვალი უნდა გესმოდეთ. მსგავსად ამისა, უნდა შეძლოთ ადამიანებს შორის არსებული ინტერვალი დაინახოთ - ის, რაც არ გამოითქმის და რაც შინაგანია. მაშინ დაიწყებთ ერთმანეთთან შეკავშირებას.”
    Alan W. Watts, Eastern Wisdom, Modern Life: Collected Talks 1960-1969

  • #5
    Merab Mamardashvili
    “როცა ვიწყებთ ლაპარაკს იმაზე, რაც ჩვენს გარშემო ყველას ეკუთვნის, - გარკვეულ სოციალურ ნივთებზე, სოციალურ პრობლემებზე, - ჩვენ ვვარდებით მაგნიტურ ველში, რომლის ხაზები უკვე გარკვეულად დაწყობილია, გარკვეული მიმართულება აქვს და როგორც კი ამ მაგნიტურ ველში რაიმე მდგომარეობას დავიკავებთ, ის მაშინვე რაღაც მიმართულებით გაგვაქანებს. ბოლოს გამოვდივართ, ვთქვათ, მომხმარებლთა დემონსტრაციაზე ლოზუნგებით: "დამტკიცდეს სწორი საბჭოთა კანონი"; ან წარმოვიდგინოთ ვეტერანების დემონსტრაცია, რომელიც მოითხოვს იმას, რაც მათ "ეკუთვნით". მაგრამ რას ნიშნავს "ეკუთვნით"? შედიხართ მაღაზიაში და თვლით, რომ რაღაც "გეკუთვნით". ამას მოსდევს წუხილი იმაზე, რომ ვიღაცამ რაღაც მოიპარა, რაღაც არასწორად განაწილდა, მოწოდება შეფერხდა და ა.შ. ამაზე ფიქრი თავისთავად გულისხმობს ერთ რამეს - სადღაც, იდეალურ სამყაროში, არსებობს ჩვენი ზომა, ან ჩვენი წილი საქონელი, რომელიც ჩვენ "გვეკუთვნის". მაგრამ არ უნდა დავფიქრდეთ: საიდან, ვინ მოახდინა ეს იდეალური განაწილება? კონკრეტულ განაწილებაში შეცდომაზე ლაპარაკს ხომ მხოლოდ იმ შემთვევაში აქვს აზრი, თუ წინასწარ ვგულისხმობთ, რომ არსებობს ყველაფრის სამართლიანი, იდეალური განაწილება, რომლის მიმართ შეიძლება დაუშვან შეცდომა. საიდან გვაქვს ეს წანამძღვარი? ვინ გვითხრა, რომ ჩვენ საერთოდ რამე "გვეკუთვნის"? თუ გვგონია, რომ გვეკუთვნის, მაშინ გამოდის, რომ ვცხოვრობთ "ხსნის არმიის" ხარჯზე. არსებობს ასეთი საქველმოქმედო ორგანიზაცია - "ხსნის არმია", და ჩვენი სახელმწიფოც, გამოდის, ამგვარი ხსნის არმია ყოფილა. თუ ჩავთვლით, რომ მართლაც ეს არის ჩვენი ცხოვრება, მაშინ ყოველთვის ამ ჯოჯოხეთურ მაგნიტურ ველში ვიტრიალებთ, ყოველთვის გავეკიდებით ჩვენს სამართლიან წილს და ეს უსასრულოდ გაგრძელდება. ფილოსოფიაში ამას უწოდებენ "მანკიერ უსასრულობას".”
    Merab Mamardashvili, საუბრები ფილოსოფიაზე

  • #6
    Augustine of Hippo
    “არაქრისტიანებმაც იციან რაღაც მიწაზე, ცაზე და სამყაროს სხვა ელემენტებზე, ორბიტებსა და ვარსკვლავებზე, მათ ზომებსა და ურთიერთგანლაგებაზე, მოსალოდნელ მზისა და მთვარის დაბნელებაზე, წლიურ ციკლსა და სეზონებზე, ცხოველთა ჯიშებზე და ა.შ და ეს ყველაფერი მათ იციან ცოდნითა და გამოცდილებით. სამარცხვინოა, როცა არაქრისტიანებს ამ თემებზე ქრისტიანების სულელური პოზიციები ესმით. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა საშუალება, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი უხერხული სიტუაციები... რადგან ხალხი ხედავს ქრისტიანთა აბსოლუტურ მოუმზადებლობას ამ საკითხებში და მათ დასცინის. როგორ ირწმუნებენ ისინი წმინდა წერილში გადმოცემულ საკითხებს მკვდრეთით აღდგომაზე, მარადიულ სიცოცხლესა და ცათა სასუფეველზე, როცა ფიქრობენ, რომ ამ წმინდა წერილის ფურცლები სავსეა ისეთივე ტყუილი ფაქტებით, რომლებიც მათ ქრისტიანებისგან სხვა თემებზე ესმით?”
    Augustine of Hippo, The Literal Meaning of Genesis, Vol 2

  • #7
    Friedrich A. Hayek
    “Tradition is not good simply because it is tradition. It is for what it has given us and only so long as an alternative does not prove by its effect that it is better.”
    Friedrich A. Hayek

  • #8
    Christopher Hitchens
    “Human beings are pattern-seeking animals who will prefer even a bad theory or a conspiracy theory to no theory at all.”
    Christopher Hitchens

  • #9
    Michel Houellebecq
    “ორი ადამიანის მარტოობა სხვა არაფერია, თუ არა ნებაყოფლობითი ჯოჯოხეთი. ხშირად წყვილის ცხოვრებაში ოჯახის შექმნის დღიდან არსებობს პატარ-პატარა უთანხმოებები, რომლებზეც პარტნიორები ხმას არ იღებენ, ღრმად დარწმუნებულნი, რომ სიყვარული ერთიმეორის მიყოლებით ყველა ხინჯსა და პრობლემას უსიტყვოდ, უხმაუროდ გააქრობს. ეს პრობლემები სიჩუმესა და სიწყნარეში პირიქით – იზრდება და მძაფრდება, რამდენიმე წლის შემდეგ კი ფეთქდება და ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას შეუძლებელს ხდის.”
    Michel Houellebecq, The Possibility of an Island

  • #10
    აკა მორჩილაძე
    “ყველანი ასე ვართ. აი, ასე ერთნაირად ვზივართ", გაიფიქრა ბატონმა ოთარმა, "ვზივართ კი არა, ვსხედვართ. რამხელა სისულელეა ეს ვსხედვართ. ვზივართ თუ თქვი, ისე გადმოგხედავენ, რომ მიწა გაგისკდეს გირჩევნია. თან დანებს ლესავენ და თან გადმოგხედავენ, ვზივართ როგორ თქვაო.”
    Aka Morchiladze, უდაბნოს გლახები

  • #11
    აკა მორჩილაძე
    “ძალიან უცნაურ დროს უნდა აეშენებინათ ეს სასტუმრო: სტალინი უკვე მკვდარი იქნებოდა, ხრუშჩოვს კი ჯერ სტალინის ლანძღვა არ დაეწყო. ვინაიდან, როგორც კი სტალინის ლანძღვა დაიწყეს, სასტუმროებში ჭერები დადაბლდა. ამ სასტუმროში კი ჭერი მაღალი იყო, ფანჯარაც ფრანგული სიფართოვით გაეხსნათ, კედლების სისქეს კი ნუღარც იკითხავთ, ციხესიმაგრისას შეედრებოდა. ოღონდ ეგ არის, რომ სასტუმროს სახურავი ცისკენ აღარ აჭრილიყო, არც კოშკურა შემოედგათ ზედ და არც ვარსკვლავის დამაგრებაზე ეზრუნათ, როგორც ეს ცხონებულს უყვარდა. ანუ სწორედ იმ სამ წელიწადში მოესწროთ ამ საზიზღარი სასტუმროს აშენება, ხრუშჩოვმა რომ მერყეობას მოანდომა და რაღა გასაკვირია, რომ სასტუმროც მერყევი იერისა და სურნელისა გამოვიდა.”
    Aka Morchiladze, უდაბნოს გლახები

  • #12
    აკა მორჩილაძე
    “მოლაპარაკე პოლკოვნიკს მდუმარე პოლკოვნიკი ჯობდა.
    მდუმარე - გაუტეხელ, ამაყ კაცს ჰგავდა. მოლაპარაკე - ერთ დიდ, ნაპრალიან კედელს, ან შუაზე გაჩეხილ მორს. თითო ამოოხვრაზე ნაპრალი თითო გოჯით ჩაიხეოდა ხოლმე.
    პოლკოვნიკის ამბავი ყველაზე საშინელი იყო მთელს უდაბნოში, მიწისძვრაზე საშინელიც კი. ვინაიდან მიწისძვრას შეიძლება გადაურჩე, ამ ამბავს კი - ვერაფრით.
    პოლკოვნიკის ამბავს სხვები ყვებოდნენ. თვითონ ერთხელ თქვა და მეორედ რომ ეთქვა, მოკვდებოდა.”
    Aka Morchiladze, უდაბნოს გლახები

  • #13
    Antonin Scalia
    “Tyrannies have long lists of rights. What they do not have is structural restraints on the power of government.”
    Antonin Scalia

  • #14
    Aleko Shugladze
    “მობილურში მუსიკა ალალბედზე ჩავრთე და Clannad-ის კომპოზიცია აღმოჩნდა: Cumha Eoghain Rua Ui Neill. ირლანდიურმა ფოლკმა ბავშვობაში გადამისროლა: ჩემი კლასელი და ერთ დროს ჩემი მეგობარი, მალხაზ დარჩაშვილი გამახსენდა. მე-5 კლასამდე მარჯვენა ხელზე ფრჩხილებს ვერ ვიჭრიდი და მალხაზი მჭრიდა. მალე ერთი გოგო შეუყვარდა, ჩვენი სკოლელი, წერილი გაუგზავნა და ეს წერილი კლასელებს ჩაუვარდათ ხელში. დასცინეს დარჩაშვილს მაგრად, ტირილამდე მიიყვანეს. მე დარჩაშვილის სხვა საიდუმლოებებიც ვიცოდი, და კლასელებს რომ არ გავეშიფრე, დაცინვაში ავყევი. მაგრამ მალხაზი ვერ მიმიხვდა ამ თამაშს და ფაქტობრივად, იმ დღეს მოღალატე გავხდი. ვეღარ მოვახერხე თავის გამართლება. ხომ გესმით, სკოლის წლები ინერციით მიდის. ბავშვური გონებით ღრმად ფიქრს ვერ ასწრებ და უკვე განაწყენებულმა იმით, რომ ძალადობას და ღალატს მაბრალებდნენ (რაშიც არ ვიყავი დამნაშავე), გვარიანად შევიძულე დარჩაშვილი. ის მარტო დარჩა, მთელი მოძალადე მე-60 სკოლის წინაშე, ჩემი ჩათვლით. მისმა პროტესტმა არ დააყოვნა, ხელში კლასის ჟურნალი ჩაიგდო და ნიშნების უჯრედები 7-იანებით, 9-იანებით და ორნიშნა ციფრებით გაავსო. ახლა ათბალიანი სისტემა ნორმალურად ითვლება, იმ დროს კი ეს სერიოზულ პროტესტად უნდა ჩათვლილიყო, ნიშნებზე გადარეული მშობლებისა და ბავშვების მიმართ. მექრთამე მასწავლებლებმა მიაგნეს დამნაშავეს და დარჩაშვილი ძლივს გადაურჩა სკოლიდან გარიცხვას.
    უკვე წლების მერე, როცა სკოლა დამთავრებული გვქონდა, ერთმა დანაშაულმა შეძრა თბილისი: ორმა მამაკაცმა ორ გოგოზე იძალადა და შემდეგ საშინლად დაასახიჩრა. გარდაცვლილი გოგონები ტყეში იპოვეს და ერთ-ერთი მათგანი დარჩაშვილის და იყო. მაშინ ვიგრძენი თავი დამნაშავედ, დარჩაშვილის გვერდით დადგომა მინდოდა, რაღაც მჭამდა შიგნიდან, კიდევ ერთხელ დავინახე საკუთარი სისუსტე. ამ ამბიდან რამდენიმე ხანში დარჩაშვილმა თვის ორ უმცროს ძმასთან ერთად, პოლიციაზე ადრე იპოვა მკვლელები და იქვე დახოცა.”
    ალეკო შუღლაძე, გადამალვა

  • #15
    Jack Kerouac
    “Yeah man, you know to me a mountain is a Buddha. Think of the patience, hundreds of thousands of years just sittin there bein perfectly perfectly silent and like praying for all living creatures in that silence and just waitin for us to stop all our frettin and foolin.”
    Jack Kerouac, The Dharma Bums:

  • #16
    Jack Kerouac
    “I'd sleep and forget it; I had my own life, my own sad and ragged life forever.”
    Jack Kerouac, On the Road



Rss